სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის მოწესრიგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

  • Word
სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის მოწესრიგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 297
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/07/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 64, 11/07/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 280120000.05.002.001849
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
297
09/07/2000
სსმ, 64, 11/07/2000
280120000.05.002.001849
სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის მოწესრიგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/07/2000 - 06/10/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №297

2000 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის მოწესრიგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

მოსახლეობის საპენსიო უზრნველყოფის ერთიანი სისტემის შექმნის, სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის, პენსიონერთა აღრიცხვიანობის მოწესრიგების, აგრეთვე საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესრულების მიზნით:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე), სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ვ. ქუთათელაძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე), სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე), დაზვერვის სახელმიფო დეპარტამენტმა (ა. იოსელიანი):

ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა (ა. ჯორბენაძე) და ფინანსთა სამინისტროსთან (ზ. ნოღაიდელი) ერთად სამ თვეში ეტაპობრივად განახორციელონ სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახრებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის, პენსიების დანიშვნა-გაცემისა და დაფინანსების რეორგანიზაცია;

ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდთან (ი. კოპლატაძე) ერთად ოთხ თვეში მოახდინონ არსებული მოქმედი საპენსიო საქმეების ინვენტარიზაცია და იდენტიფიკაცია. სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის საპენსიო საქმეებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემა დასრულდეს სამ თვეში.

2. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეათანხმოს და ერთ თვეში წარმოადგინოს პროექტი სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზურნველყოფის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრმ, სახელმიფო უშიშროების სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრმ, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საპენსიო უზრუნველყოფის სამსახურების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შეიტანონ ცვლილებები თავიანთ დებულებებში და წარმოადგინონ დასამტკიცებლად.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტრომ, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელწმიფო დეპარტამენტმა, დაზვერვის სახელმიფო დეპარტამენტმა საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის რეორგანიზაციის დასრულებამდე შეუფერხებლად განახორციელონ სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფა, არსებული წესით.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთ თვეში შეიმუშაოს და წარმოადგინოს სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო დავალიანების დაფარვის განრიგი.

6. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ა. ჯორბენაძეს.

ე. შევარდნაძე