ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან/და მოპოვებული მწვანე ნარგავებისა და სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან/და მოპოვებული მწვანე ნარგავებისა და სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 07.01.228
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 28/03/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110328014, 06/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 17/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 330090000.37.101.016041
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
07.01.228
28/03/2011
ვებგვერდი, 110328014, 06/04/2011
330090000.37.101.016041
ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან/და მოპოვებული მწვანე ნარგავებისა და სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/04/2011 - 10/05/2011)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება 07.01.228

2011 წლი 28 მარტი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან/და მოპოვებული მწვანე ნარგავებისა და სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონის 231 მუხლის ფ’’ ქვეპუნქტისა და 341 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს,

1. დამტკიცდეს ,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან/და მოპოვებული მწვანე ნარგავებისა და სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) განკარგვის წესი’’ (დანართი 1).

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი        გ. უგულავა

 

დანართი 1

ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან/და მოპოვებული მწვანე ნარგავებისა და სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) განკარგვის წესი

    მუხლი 1

ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული ან/და დამზადებული მწვანე ნარგავები (შემდგომში – მწვანე ნარგავები) და სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) წარმოადგენს ქ. თბილისის თვიმმართველი ერთეულის საკუთრებას.

    მუხლი 2

1. მწვანე ნარგავები, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ, შეიძლება დასაწყობდეს საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

2. სამსახურს უფლება აქვს მწვანე ნარგავები საშეშე მერქნად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცეს იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით ან/და ქ. თბილისის რაიონული გამგეობის შესაბამისი წერილობითი მომართვის საფუძველზე.

    მუხლი 3

1. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული ან/და დამზადებული მწვანე ნარგავების გადაცემისას, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს სამსახურის უფლებამოსილი პირი.

2. სამსახური უზრუნველყოფს გადასაცემი მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებას საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიამდე.

    მუხლი 4

1. სამსახურის მიერ ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) შესაძლებელია დასაწყობდეს საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

2. სამსახურის მიერ ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცემა ქ. თბილისის მერიის ადმინიტრაციას.

3. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერენ სამსახურის და ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირები.

    მუხლი 5

სამსახური უზრუნველყოფს ჩამორთმ ული სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) ტრანსპორტირებას ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიამდე.

    მუხლი 6

ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) განკარგვა და რეალიზაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხორციელდება ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს” მიერ, ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე.