`ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 3-17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 25/03/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110328012, 07/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 330060000.36.101.016035
  • Word
3-17
25/03/2011
ვებგვერდი, 110328012, 07/04/2011
330060000.36.101.016035
`ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
`ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №3-17

2011 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ “  ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნ ეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატებები:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) მე-3 პუნქტის ,,ვ” და ,,თ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენის და/ან სადარბაზოს კარების დამზადების და მონტაჟის შემთხვევაში – 30%”;

თ) პანელოვან შენობებში (მრავალსართულიანი კორპუსები, რომლებიც მონტაჟდებოდა ქარხნული წესით დამზადებული მთლიანი სექციური კონსტრუქციებით) სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის შემთხვევაში – 30%; “;

ა.ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ”, ,,ნ” და ,,ო” ქვეპუნქტები:

,,მ) საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის კიბეების აღდგენის შემთხვევაში – 50%;

ნ) სადარბაზოში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟების შემთხვევაში – 10%;

ო) შენობის კაპიტალური გამაგრების შემთხვევაში – 40%.” ;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

     „მუხლი 21

 წინამდებარე წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოების მომზადება და შესრულება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადება – 40% ;

ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ექსპერტიზა – 40% ;

გ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარება – 40%.” .

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             ზ . სამადაშვილი