საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/01/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 18/01/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 010210040.05.002.001971
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
9
15/01/2001
სსმ, 6, 18/01/2001
010210040.05.002.001971
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/01/2001 - 06/05/2001)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №9

2001 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

საქართველოში იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა შემდგომი განვითარებისა და უცხოეთის შესაბამის ორგანიზაციებთან ამ პროცესის კოორდინაციის მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტთან არსებული იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო.

2. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა თანდართული სიის მიხედვით.

3. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.

4. საქართველოს იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თ.აბზიანიძემ ერთ თვეში დასამტკიცებლად წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის შექმნის შესახებ და მისი დებულება.

ე. შევარდნაძე

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს

დებულება

I. ზოგადი დებულება

1. იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საკოორდინაციო საბჭო) არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა დარგისა და მათი გამოყენების სფეროში.

2. საკოორდინაციო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებითა და ამ დებულებით.

II. ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. საკოორდინაციო საბჭო:

ა) ხელს უწყობს სახელმწიფო პოლიტიკაში შემუშავებას  და ახორციელებს საქართველოში იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა შემდგომ განვითარებას და ამ ტექნოლოგიების გამოყენებას სხვადასხვა სფეროში;

ბ) კოორდინაციას უწევს საქართველოში იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა დანერგვას შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან და სამსახურებთან თანამშრომლობით;

გ) კოორდინაციას უწევს საქართველოს მონაწილეობას შესაბამის საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში;

დ) აკონტროლებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელებას.

III. საკოორდინაციო საბჭოს უფლებები

1. საკოორდინაციო საბჭოს აქვს უფლება:

ა) შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები საკოორდინაციო საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა განხილვისა და წინადადებათა მომზადებისათვის;

ბ) მოისმინოს და დაამტკიცოს სამუშაო ჯგუფების ანგარიშები;

გ) მოითხოვოს და მიიღოს იურიდიულ პირთაგან საქართველოს სამინისტროების და უწყებების ნებისმიერი ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

IV. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაცია

1. საკოორდინაციო საბჭო იკრიბება საჭიროებისდა მიხედვით, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც.

2. საკოორდინაციო საბჭოს საორგანიზაციო საქმიანობას ახორციელებს თავმჯდომარის მიადგილე.

V. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის და საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის შეწყვეტა

1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქარველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. საკოორდინაციო საბჭო წყვეტს თავის საქმიანობას საქართველოს პრზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.

 

საქართველოს იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა

ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს თავმჯდომარე

თამაზ აბზიანიძე – ირ. გვერდწითელის სახელობის სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

გია არსენიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

კობა იმედაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი, საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი

თედო ისაკაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ჯერარდ ქლაინი – კომპანია    CPH პრეზიდენტი

ლევან ჯაფარიძე – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარე

ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.