საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 597
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 180, 18/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
597
17/12/2008
სსმ, 180, 18/12/2008
000000000.00(0).00.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №597

2008 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრი“.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 31 დეკემბრის 547 ბრძანებულება.

4. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი