განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის მექანიზმის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის მექანიზმის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 514
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 04/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 116, 12/12/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 15/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 000430210.00(0).05.002001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
514
04/12/2000
სსმ, 116, 12/12/2000
000430210.00(0).05.002001
განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის მექანიზმის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/12/2000 - 15/08/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №514

2000 წლის 4 დკემბერი

ქ. თბილისი

განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის მექანიზმის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ეკონომიკის ეფექტიანი განვითარება მნიშ­ვნელოვანწილად დამოკიდებულია კვალიფიციური მუშათა კადრებისა და უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტების რაოდენობასა და ხარისხზე და ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათი მომზადების რეგულირებას სახელმწიფოს მიერ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ბოლო წლებში განხორ­ციელებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების მიუხედავად, შრომის ბაზრის კონიუნქტურის შესაბამისი კვალიფიციური მუშათა კადრებისა და სპეციალისტების მომზადება დახვეწას მოითხოვს. საჭიროა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებითა და დამტკიცებით რამდენიმე თანამიმდევრული ეტაპის განხორციელება, რომელთა საბოლოო მიზანი იქნება მათი სპეციალურ პროგრამად ჩამოყალიბება, ხოლო დაკვეთა აკრედიტებულ სასწავლებლებს შორის მოწყობილი ტენდერის საფუძველზე განთავსდება.

საქართველოში საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი კვალიფიციური მუშათა კადრებისა და სპეციალისტების მომზადების სრულყოფის, აგრეთვე შრომის ბაზრის ლეგალიზებისათვის ხელშეწყობის მიზნით:

1. დამტკიცდეს განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის მექანიზმის სრულყოფის ღონისძიებათა თანდართული ნუსხა.

2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი.ჩხარტიშვილი), განათლების სამინისტრომ (ა.კარტო­ზია), ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.ჯორბენაძე), სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ.ბერიძე) ერთ თვეში უზრუნველყონ უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტებზე ქვეყანაში არსებული საბაზრო მოთხოვნის გათვალისწინებით 2001-2002 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის მაჩვენებლების ოპტიმიზაციის თაობაზე წინა­დადებათა მომზადება.

ე. შევარდნაძე

განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის მექანიზმის სრულყოფის ღონისძიებათა ნუსხა

N

ღონისძიებათა დასახელება

შემსრულებელი

შესრულების

ვადა

სამუშაოს

ფორმა

1.

დაწყებითი პროფესიული და საშუალო პროფესიული განათლების სისტემების რეორგანიზაციისა და ფუნქციონირების სრულყოფის პროგრამის შემუშავება

განათლების სამინისტრო, დაინტერესებული სამინისტროები და უწყებები

2000 წ.

IV კვ.

კანონქვემდ.

ნორმატ.

აქტი

2.

სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ჩამოყალიბება „განათლების შესახებ“ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი ფორმით

განათლების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, დაინტერესებული სამინისტროები და უწყებები

2000 წ. IV კვ.

2001წ. I კვ.

-„-

3.

დაწყებითი პროფესიული განათლების პროფესიათა, საშუალო პროფესიული და უმაღლესი განათლების სპეციალობათა ნუსხის შემუშაება და დამტკიცება

განათლების სამინისტრო, დაინტერესებული სამინისტროები და უწყებები

2000 წ.

IV კვ.

-„-

4.

სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა  და სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და დამტკიცება

განათლების სამინისტრო, დაინტერესებული სამინისტროები და უწყებები

2001 წ.

II კვ.

-„-

5.

განათლების სფეროში სახელმწიფო ფინანსური ნორმატივების შემუშავება და დამტკიცება

ფინანსთა სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო

2001 წ.

III კვ.

-„-

6.

საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის მოწყობა

განათლების სამინისტრო

2001-2002

წ.წ.

-„-

7.

შრომის ბაზარზე კვალიფიციურ მუშა კადრებსა და სპეციალისტებზე არსებული მოთხოვნის შესწავლა და მისი პერსპექტიული პროგნოზის

შემუშავება შრომის ბაზრის ლეგალიზების ხელშეწყობის მიზნით

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ეკონომიკის, მრეწველობისა და  ვაჭრობის სამინისტრო

2001 წლის

განმავლობაში

-„-

8.

განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის წესის შემუშავება და დამტკიცება

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, განათლების სამინისტრო, დაინტერესებული სამინისტროები და უწყებები

2001 წ.

II კვ.

-„-

9.

სახელმწიფო დაკვეთის განთავსება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად

განათლების სამინისტრო, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო

2002 წ.

II კვ.

-„-