დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლატარიების, კაზინოების აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მოწყობის წესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №704 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 05/01/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 10/01/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №3
2002 წლის 5 იანვარი
ქ. თბილისი
„ლატარიების, კაზინოების აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მოწყობის წესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №704 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლის შესახებ“ 2001 წლის 16 მარტის საქართველოს კანონის შესაბამისად „ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ლიცენზირებისა და მოწყობის წესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №704 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) I თავის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვის „ტოტალიზატორი“ შემდეგ ნაცვლად სიტყვისა „თამაშობა“ დაემატოს „თამაშობათა ადგილი ან ელექტრონული მოწყობილობა“;
ბ) I თავის მე-8 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის მე-4 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მოგებათა გასანაღდებლად განკუთვნილი თანხა (საპრიზო ფონდი), რომელიც უნდა შეადგენდეს გამოშვებული ლატარიის მოცულობასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივ მოსაკრებელს შორის სხვაობის სულ მცირე 50 პროცენტს“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები