დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/03/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 01/04/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №105
2003 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის პროგრამის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 აპრილის №283 ბრძანებულება.
3. „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის საქმიანობის კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
თემურ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში
ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი
დავით გზირიშვილი – ინტერსექტორული კვლევის ჯგუფის გამგეობის წევრი
ნელი გურგენიძე – საერთაშორისო ასოციაციის – „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ – ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე
იაგორ კალანდაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ვლადიმერ პაპავა – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი
ზურაბ სოსელია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
მერაბ შარაბიძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე.“
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები