ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ

  • Word
ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110325008, 31/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 15/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 200010000.35.139.016020
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
6
18/03/2011
ვებგვერდი, 110325008, 31/03/2011
200010000.35.139.016020
ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/03/2011 - 08/04/2011)

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება № 6

2011 წლის 18 მარტი

ქ. ბორჯომი

ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბერის №394 დადგენილების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შემოღებულ იქნეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადები.

2.  დამტკიცდეს (განისაზღვროს) ქონების გადასახადების განაკვეთები №1 დანართის შესაბამისად.

3. დამტკიცდეს (განისაზღვროს) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები შესაბამისი ზონების მიხედვით №2 დანართის შესაბამისად.

4.  ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელის კატეგორიები გადასახადის გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.

5.  ძალადაკარგულად იქნეს ცნონილიადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №9 დადგენილება.

6. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22- მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            ბ. ქურდაძე

 

დანართი 1

ქონების გადასახადის განაკვეთები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

    მუხლი 1. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი საწარმოების\ ორგანიზაციებისათვის

ა. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ქონების 1 %-ს.

ბ. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 %-ს.

    მუხლი 2. ქონების, გარდა მიწისა, გადასახადი ფიზიკური პირებისათვის

1. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 %-ს;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8-ს %;

    მუხლი 3. ქონების გადასახადი სასოფლო-სამეურნეო მიწაზე.

1. საწარმოს, ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირის საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე წელიწადში შეადგენს:

) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული კარგი ხარისხის მიწებისათვის 61 ლარს;

) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული ყველა მწირი ხარისხის მიწებისათვის 54 ლარს;

) ბუნებრივი სათიბებისათვის – 16 ლარს;

) ბუნებრივი საძოვრებისათვის – 10 ლარს;

) გაკულტურებული სათიბებისათვის – 19 ლარს;

) გაკულტურებული საძოვრებისათვის    – 15 ლარს.

2. თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს არ წარუდგენს კონკრეტული მიწის ნაკვეთებისათვის მიწის ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს, აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაიბეგრება სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული კარგი ხარისხის მიწებისათვის განსაზღვრული გადასახადით, ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების შემთხვევაში კიგაკულტურებული მიწის ნაკვეთისათვის განსაზღვრული გადასახადით.

    მუხლი 4. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლება.

1. ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი შემთხვევები, ასევე:

ა) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწა 18 კვმ მიწის ფართობი;

ბ) საცხოვრებელ სახლებზე (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა) დამაგრებული 0.06 ჰა მიწის ფართობი.

 

დანართი 2

ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე

საწარმოს, ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირის საკუთრებაში, ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში, ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანისნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები 1 კვ. -ზე დიფერენცირებულია შემდეგი სახით:

 

ზონის დასახელება

ტერიტორიული კოეფიციენტი

საბაზისო განაკვეთი 1 კვ მ-ზე ლარებში

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 კვმ-ზე (3X4)

1

2

3

4

5

 

I ზონა

 

 

 

1.

. ბორჯომი, დაბა ბაკურიანი,სოფ. ყვიბისი, დვირი, სოფ. ჩითახევი, სოფ. ქვაბისხევი

 

1,5

 

0,24

0,36

 

II ზონა

 

 

 

2.

დაბა წაღვერი

 

1,2

 

0,24

0,288

 

III ზონა

 

 

 

3.

დაბა ახალდაბა,

სოფ. ტბა, ცემი, სადგერი

 

1,0

 

0,24

0,24

 

IV ზონა

 

 

 

4.

მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიები ( გარდა I, II და III ზონებისა).

0,5

0.24

0.12