დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110325005, 29/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.165.016030 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/03/2011 - 31/03/2011)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2011 წლის 25 მარტი
ქ.საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 200-206-ე მუხლების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ქონების გადასახადი.
2. დამტკიცდეს თანდართული ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთები (დანართი №1).
3. დამტკიცდეს თანდართული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები (დანართი №2).
4. დამტკიცდეს თანდართული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები (დანართი №3).
5. ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №16 დადგენილება.
7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
8. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში. მისამართი: ფიროსმანის ქ. №4.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ჭიაურელი
დანართი №1
ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთი
1. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დადგინდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით;
2. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დადგინდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრული დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით;
3. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის განაკვეთი დადგინდეს:
ა) 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით;
ბ) 100000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%-ის ოდენობით;
დანართი №2
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების
გადასახადის განაკვეთები
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები განისაზღვრება მიწის ხარისხისა და სახეობების მიხედვით ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ლარებში.
2. დადგინდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილებით დამტკიცებული წლიური საბაზისო განაკვეთების 100%-ის ოდენობით:
ა) სათიბებისა და საძოვრებისათვის:
ა.ა) სათიბები – 16 ლარი;
ა.ბ) საძოვრები – 10 ლარი;
ა.გ) გაკულტურებული სათიბები – 19 ლარი;
ა.დ) გაკულტურებული საძოვრები – 15 ლარი;
ბ) სხვა მიწებისათვის:
ბ.ა) კარგი – 79 ლარი;
ბ.ბ) მწირი – 63 ლარი.
დანართი №3
არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების
გადასახადის განაკვეთები
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები 1კვ.მეტრზე განისაზღვრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ზონირების საფუძველზე თითოეული ზონის მიხედვით ამ ზონისათვის შესაბამისი ტერიტორიული კოეფიციენტის მინიჭებით და გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის საბაზისო განაკვეთის – 0,24 ლარი – გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტზე.
2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისთვის ზონირება ემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისთვის დადგენილ ზონირებას.
3. დადგინდეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები:
ა) ქ.საგარეჯოში:
| ქ.საგარეჯოს ზონები | ტერიტორიული კოეფიციენტი | ქონების გადასახადის განაკვეთი |
| ცენტრალური | 1,3 | 0,312 |
| შუალედური | 1 | 0,24 |
| პერიფერიული | 0,7 | 0,168 |
ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი დადგინდეს ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი გადასახადის განაკვეთის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 0.12 ლარს;
გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი დადგინდეს ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი გადასახადის განაკვეთის 30%-ის ოდენობით და შეადგენს 0.072 ლარს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები