,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 140
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110324010, 24/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.016301
  • Word
140
21/03/2011
ვებგვერდი, 110324010, 24/03/2011
280120000.10.003.016301
,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 140

2011 წლის 21 მარტი

. თბილისი

,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის 101 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის 101 დადგენილებაში (სსმ, 28.02.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1 დანართის (სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამა) მე-3 მუხლის პირველ პუნქტში ცხრილის მე-10 პოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,10

ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა

656,700

10.1

დადგენილების დანართი 1.10-ის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის პირვლი პუნქტით გათვალისწნებული ღონისძიებებისათვის

 

 

626,700

10.2

დადგენილების დანართი 1.10-ის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის

 

 

30,000..

 

2. დანართი 1.10-ის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა):

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

1. მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნობრივი ჯგუფებისათვის ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

ა) ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის ბავშვის ინდივიდუალური ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) წლიური გეგმის შედგენა შესაბამის სპეციალისტთა ინტერდისციპლინური გუნდის მიერ, სადაც მითითებული იქნება აბილიტაციის (რეაბილიტაციის) კურსების (მათ შორის, მიმდინარე წელს ჩასატარებელი) რეკომენდებული რაოდენობა, ხანგრძლივობა, ჩატარების ვადები და ღონისძიებები ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიმართულებებით;

ბ) ფიზიკური თერაპია, რაც მოიცავს მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას (მსხვილ მოტორულ ფუნქციებზე კონცენტრირებით), ადაპტაციური საშუალებების გამოყენების სწავლებას, ორალურ-მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას, ჯდომისა და დგომის პოზის განვითარებას, სიარულის ტრენინგსა და ანალიზს, მოძრაობის ამპლიტუდის გაფართოებას (ძირითადად ქვემო კიდურების), სენსორულ ინტეგრაციას, ტკივილის მენეჯმენტს;

გ) ოკუპაციური თერაპია, რაც მოიცავს მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას (ნატიფ მოტორულ ფუნქციებზე კონცენტრირებით), ადაპტაციური საშუალებების გამოყენების სწავლებას, ჯდომისა და დგომის პოზის განვითარებას, კვების უნარ-ჩვევების განვითარებას, თვითმოვლის უნარ-ჩვევების განვითარებას, მოძრაობის ამპლიტუდის გაფართოებას (ძირითადად ზემო კიდურების), სენსორულ ინტეგრაციას, კომუნიკაციას, ვიზუალურ-მოტორულ აღქმას;

დ) მეტყველებისა და ენის თერაპია, რაც მოიცავს კომუნიკაციური (მათ შორის, ენობრივი) უნარ-ჩვევების განვითარებას, ჟესტებისა და ნიშნების ენის (არტიკულაციის) სწავლებას, კვების უნარ-ჩვევების განვითარებას, ორალურ-მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას, სენსორულ ინტეგრაციას, სწორი სუნთქვის უნარის განვითარებას;

ე) ექიმის მეთვალყურეობა, რაც მოიცავს ბავშვთა ნევროლოგიურ გასინჯვას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, ინტერდისციპლინური გუნდის მუშაობის კოორდინაციას;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის ფსიქოლოგიური დახმარება, რაც მოიცავს ფსიქოლოგიურ ტესტირებას, კოგნიტიური უნარებისა და გონებრივი განვითარების შეფასებასა და ფსიქოლოგიურ კორექციას;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარება;

თ) შესაბამისი სპეციალისტების მიერ ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების სახლის პირობებში ჩატარების სწავლება.

2. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფებისათვის ქვეპროგრამა ითვალისწინებს სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, რაც მოიცავს: შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაციას, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიულ მანიპულაციებს, ფიზიკურ თერაპიას.;

ბ) მე-3 მუხლის პრეამბულიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „არანაკლებ 1300“;

გ) მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ბიუჯეტი განისაზღვრება 1 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებას შეისყიდის სააგენტო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3. სააგენტო შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს 2011 წლის 1 აპრილამდე. ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია შესყიდვა განახორციელოს გეოგრაფიული პრინციპით დაყოფილი ცალკეული ლოტების მიხედვით.

31. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებისათვის გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან:

ა) გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს თვეში 300 ლარის ოდენობით;

ბ) მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება საქონლის მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არა უგვიანეს საქონლის მიწოდების თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი ანგარიში, რომლის ფორმასაც განსაზღვრავს სააგენტო.

4. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბავშვებს, ასევე „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრ ბავშვებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ მომსახურების ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით.

5. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრ ბავშვებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 70 001-დან 100 001-მდე, ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ მომსახურების ფაქტობრივი ღირებულების 90%-ით.

6. ქვეპროგრამის იმ ბენეფიციარებს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულნი ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით, ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ მიღებული მომსახურების ფაქტობრივი ღირებულების 75%-ით.

    მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში მიმწოდებელია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით შერჩეული ორგანიზაცია.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში მიმწოდებელია პირი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ნ. გილაური