„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 24/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110324008, 24/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.025.016007
  • Word
03
24/03/2011
ვებგვერდი, 110324008, 24/03/2011
040030000.22.025.016007
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №03

2011 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ 18.03.2011წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სააგენტოს უფროსი:

 ა) უზრუნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას, აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

 ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის;

 გ) ხელს აწერს ხელშეკრულებებს და გასცემს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიებს, მინაკუთვნს, სერტიფიკატებს და ნებართვებს;

 დ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრს წარუდგენს წინადადებას სააგენტოს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში _ დამატებით ბიუჯეტის პროექტზე. იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზნობრივად შესრულებისათვის;

 ე) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს;

 ვ) წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;

 ზ) კანონით განსაზღვრული წესით თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ნორმატიულ აქტს ბრძანებას და ზედამხედველობს მათ შესრულებას;

 თ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

 ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

 კ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამორჩეულ მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად;

 ლ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

 მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სააგნტოს თანამშრომლებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს, მათ შორის ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის და საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის, ტყე-კაფის მონიშვნის და გამოყოფის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების უფლებამოსილებებს;

 ) ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

 3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომლებსაც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი..

 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

 ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) ტყის მართვის დეპარტამენტი;“

 ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) გენერალური ინსპექცია;“

 3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ტყის მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:

 ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;

 ბ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად დაყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

 გ) ტყის ფონდის სამცველოებად დაყოფის მიზნით წინადადებების მომზადება და წარდგენა;

 დ) ტყის ფონდის მონიტორინგის ორგანიზების განხორციელება დადგენილი წესით;

 ე) ტყის ფონდთან დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზების ხელშეწყობა;

 ვ) ტყის ფონდში სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის მომზადება;

 ზ) ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის ორგანიზების უზრუნველყოფა;

 თ) ტყის ფონდში ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი და განზოგადოება;

 ი) მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოების უზრუნველყოფა;

 კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდში სალიცენზიო ობიექტის მომზადება;

 ლ) სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება;

 მ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულების პროექტის და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

 ნ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;

 ო) ტყითსარგებლობის გეგმებთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებების განხორციელება;

 პ) ტყის მართვის გეგმების შედგენის ორგანიზება;

 ჟ) ტყითსარგებლობის დაგეგმვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

 რ) ტყის რესურსით სარგებლობის ორგანიზების უზრუნველყოფა;

 ს) ტყის მოვლის განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა;

 ტ) ტყის აღდგენა-გაშენების განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა;

 უ) ტყის აღდგენა-გაშენების პროექტების შეთანხმება და დასამტკიცებლად მომზადება;

 ფ) ტყის მოვლის ღონისძიებების შერჩევა;

 ქ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების კონტროლის ორგანიზება;

 ღ) ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელთა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

 ყ) ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;

 შ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

 ჩ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;

 ც) ტყის ფონდის დაცვა უკანონო ჭრებისაგან;

 ძ) ხე-ტყის კანონიერების, ხე-ტყის წარმოშობის და საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა და ასლის შესაბამის სამმართველოში გადაგზავნა;

 წ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 ჭ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუქციონის ჩატარების ორგანიზების უზრუნველყოფა;

 ხ) ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;

 ჯ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;

 ჰ) მონაცემთა ბაზების შექმნა კომპეტენციის ფარგლებში;

 ჰ1) ფაქტობრივად გაცემული საშეშე და სამასალე მერქნის რაოდენობრივი და თანხობრივი აღრიცხვა, ნაერთი უწყისების შედგენა;

 2) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

 3) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება;

 4) სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება..

 4. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „10. გენერალური ინსპექციის ფუნქციებია:

 ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, სააგენტოს შიდა აუდიტის, ინსპექტირებისა და შიდა უწყებრივი კონტროლის განხორციელება;

 ბ) სააგენტოს სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

 გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

 დ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;

 ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და მისი სრულყოფის ხელშეწყობა;

 ვ) სააგენტოს საქმიანობაში პოტენციური რისკის გამოაშკარავება, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება;

 ზ) აუდიტის შედეგების შესახებ დასკვნების შედგენა და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;

 თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირება;

 ი) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით რეკომენდაციების მომზადება;

 კ) სააგენტოს ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების მომზადება, სააგენტოს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია..

 მუხლი 2. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 მუხლი 3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 18 აპრილიდან.

 ა.ხეთაგური