`საშიში საწარმოო ობიექტების (სადაც სრულდება ღია სამთო სამუშაოები) უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
`საშიში საწარმოო ობიექტების (სადაც სრულდება ღია სამთო სამუშაოები) უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110324002, 24/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300260000.10.003.016296
  • Word
135
21/03/2011
ვებგვერდი, 110324002, 24/03/2011
300260000.10.003.016296
`საშიში საწარმოო ობიექტების (სადაც სრულდება ღია სამთო სამუშაოები) უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 13 5

2011 წლის 21 მარტი

. თბილისი

საშიში საწარმოო ობიექტების (სადაც სრულდება ღია სამთო სამუშაოები) უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2006 წლის     10 მარტის 53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საშიში საწარმოო ობიექტების (სადაც სრულდება ღია სამთო სამუშაოები) უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის 53 დადგენილებასა (სსმ III, 2006 წელი, 32, მუხლი 370) და დადგენილებით დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კარიერების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე ;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს კარიერების უსაფრთხოების წესები და 1, 2 დანართები. .

2. წესების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კარიერების უსაფრთხოების წესები ;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. კარიერების უსაფრთხოების წესები (შემდგომში – წესები) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა საწარმოსათვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე აპროექტებენ, აშენებენ და ექსპლუატაციას უწევენ კარიერებს. ;

დ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მექანიკური ნიჩბით ქვანახშირის ფენის დამუშავება დასაშვებია ერთი საფეხურით, რომლის სიმაღლე შეიძლება აღწევდეს 30 მ-ს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – 40 მ-ს, თუ საფეხურის აფეთქება წარმოებს 650° კუთხით გაბურღული ჭაბურღილებით და საფეხური რეგულარულად იწმინდება გადმონაშვერებისაგან და გამორიცხულია სხვა ავარიული შემთხვევების გამოწვევა. ;

ზ) მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. მსხვილი მონოლითების დამუშავებისას დასაშვებია საფეხურის სიმაღლე აღემატებოდეს 20 მ-ს, თუ უზრუნველყოფილია უსაფრთხოების დამატებითი ზომები. ;

თ) 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია დატვირთული მატარებლის მიწოდება ლოკომოტივით წინ იმ პირობით, რომ დამუშავებულია უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც დამტკიცებულია საწარმოს ხელმძღვანელის მიერ. ;

ი) 54-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სატვირთო მატარებლის შემადგენლობაში ადამიანების გადასაყვანი ვაგონების ჩართვა აკრძალულია. კარიერზე ადამიანების გადაყვანის ორგანიზაცია ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ დამუშავებული ინსტრუქციით. ;

კ) 56-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. კარიერის საავტომობილო გზებზე ავტომანქანების მოძრაობა უნდა განხორციელდეს გასწრების გარეშე. ცალკეულ შემთხვევებში, კარიერზე სხვადასხვა ტექნიკური სიჩქარის ავტომობილების გამოყენებისას, დასაშვებია ავტომობილების გასწრება, თუ უზრუნველყოფილია მოძრაობის უსაფრთხო პირობები. ;

ლ) 82-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. მოქმედი საბურღი დაზგების მტვერსაჭერი და მტვერჩამხშობი ეფექტიანი საშუალებებით აღჭურვის ვადებს ადგენს საწარმოს ხელმძღვანელობა. .

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური