დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110323002, 28/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016027 |
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2011 წლის 22 მარტი
ქ. საჩხერე
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
მუხლი 1. ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №34 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, ფ) ქმნის და ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, თავი VI ,,დასკვნითი დებულებები“ და შესაბამისად 21-ე მუხლი ამოღებული იქნეს.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 1. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანება და გამგებლის ბრძანება ძალაში შედის მხარისათვის დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს, თუ იმავე ბრძანებით ძალაში შესვლის სხვა თარიღი არ არის დადგენილი.
მუხლი 2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. აბჟანდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები