„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988 - 1188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110322041, 24/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.033.016149
  • Word
164
22/03/2011
ვებგვერდი, 110322041, 24/03/2011
230150070.22.033.016149
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988 - 1188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება 164242

2011 წლი22 მარტი

ქ. თბილისი

 „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 988 – 1188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

 მუხლი 1. „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 988 – 1188 ერთობლივი ბრძანებით (სსმ, 31.12.2010) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში განთავსებული საგადასახადო ორგანოების სასაქონლო ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში შექმნილ კონტროლის ზონებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, ექსპორტის და რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებასთან და საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობებს, ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენისა და სარეგისტრაციო დოკუმენტების გაფორმების წესებს.

2. ამ ინსტრუქციის მიზანია, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, ექსპორტის და რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისა და სავალდებულო რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების შეთანხმებულ და კოორდინირებულ თანამშრომლობას.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება – სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები დოკუმენტაციის ტრასოლოგიური ან/და სასაქონლო შემოწმების გზით, საქონლის დეკლარირების ან/და რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის კანონმდებლობით დადგენილი მონაცემების განსაზღვრა;

კ) დათვალიერების აქტი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2) – სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად შედგენილი აქტი (დანართი №1), რომელშიც აისახება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი ავტომანქანის დეკლარირებისათვის განისაზღვრება ერთი დღით, ხოლო ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის ან/და რეგისტრაციისათვის – 30 დღით;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) თანმხლები დოკუმენტაცია – საექსპერტო შემოწმებისა და საქონლის დეკლარირებისათვის წარსადგენი, უფლებამოსილი სამსახურების მიერ გაცემული ან დამოწმებული დოკუმენტები (ამონაწერი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი (ფორმა 2), საკუთრების უფლების გადაცემის გარიგება, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, კონოსამენტი და სხვ.), რომლებშიც ასახულია ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მონაცემების, მისი მესაკუთრის (წარმომადგენლის) შესახებ; აგრეთვე იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;“;

გ) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საქონლის დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას;

ჟ) დეკლარაცია – „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით გათვალისწინებული „ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია“.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საექსპერტო შემოწმების ან/და საქონლის დეკლარირების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ან მის წარმომადგენელს.“

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

ავტოსატრანსპორტო საშუალების საქონლის დეკლარირების ან/და რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის მიზნით სააგენტოს სპეციალისტების მიერ კონტროლის ზონაში ხორციელდება საექსპერტო შემოწმება და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის შედგენა.“.

5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (გარდა იმპორტის, საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი, სეს ესნ 8701, 8702, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც არ დეკლარირდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით, ან იურიდიული პირების მიერ შემოტანილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა);“.

6. მე-5 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე მდგომარეობაში დაბრუნებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, როგორშიც იყო საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას.“.

7. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ან საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში დაბრუნებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შემთხვევაში, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტში არ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ს” ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები.“.

8. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეკლარაციის წარდგენა ხდება 45 კალენდარულ დღეში, რომელიც აითვლება:

ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;

ბ) გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – გამგზავნ საგადასახადო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალების საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, დეკლარაციის წარდგენის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით და შეადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან არა უმეტეს 90 კალენდარულ დღეს.“.

10. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) ერთი ეგზემპლარი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა გაფორმების საგადასახადო ორგანოს;

ბ) მეორე ეგზემპლარი – უბრუნდება დეკლარანტს.“.

11. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეკლარაციით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტიორი რეგისტრაციის პროცესში ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ.“

12. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ერთი ეგზემპლარი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა გაფორმების საგადასახადო ორგანოს;“.

13. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

14. 21-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეკლარაციის წარდგენა ხდება 45 კალენდარულ დღეში, რომელიც აითვლება:

ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;

ბ) გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – გამგზავნ საგადასახადო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალების საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, დეკლარაციის წარდგენის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით და შეადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან არა უმეტეს 90 კალენდარულ დღეს.“.

 ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ერთი ეგზემპლარი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა გაფორმების საგადასახადო ორგანოს;“.

16. 23-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

17. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი, რომელსაც განზრახული აქვს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი, ვალდებულია:

ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ან დროებით შენახული ავტოსატრანსპორტო საშუალება საექსპერტო შემოწმებისათვის (გარდა იურიდიული პირების მიერ შემოტანილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და „ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ გამოწერის მიზნით წარუდგინოს სააგენტოს კონტროლის ზონაში;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალება რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულების მიზნით წარადგინოს პორტალში;

გ) საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტის მიზნით წარადგინოს დეკლარაცია.“

18. 25-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ერთი ეგზემპლარი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა გაფორმების საგადასახადო ორგანოს;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება დანიშნულების პორტალის მიერ დეკლარაციის „D“ გრაფაში სპეციალური აღნიშვნით – „მოხსნილია კონტროლიდან”.

19. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით და შეადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან არა უმეტეს 90 კალენდარულ დღეს.

2. სააგენტოში საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურების ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილ და რეექსპორტისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სააგენტოსთან არსებულ კონტროლის ზონაში გამოიწერება ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.“.

20. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის IX თავი:

„თავი IX

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება

    მუხლი 27

1. დეკლარანტს უფლება აქვს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია, დაესწროს საექსპერტო შემოწმებას.

2. დათვალიერების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.

    მუხლი 28

1. დეკლარანტი ვალდებულია, კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით, მოახდინოს მისი დეკლარირება.

2. დეკლარაციის წარდგენა ხდება 45 კალენდარულ დღეში, რომელიც აითვლება:

ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;

ბ) გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – გამგზავნ საგადასახადო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალების საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, დეკლარაციის წარდგენის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით და შეადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან არა უმეტეს 90 კალენდარულ დღეს.“.

4. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

 5. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

6. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი”, „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 78-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 29

1. შევსებული დეკლარაცია და „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი” (არსებობის შემთხვევაში) სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საგადასახადო ორგანოს.

2. საგადასახადო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რის შემდეგაც საქონელი ჩაითვლება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულად.

3. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა გაფორმების საგადასახადო ორგანოს;

ბ) მე-2 ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.

4. სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.

5. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ სხვა სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას, როდესაც დეკლარანტი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე., სააგენტო ვალდებულია, მოითხოვოს დროებითი შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების დადასტურება.“

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

ი. მერაბიშვილი