დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ავგისტოს №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110322032, 30/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.118.016030 |
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2011 წლის 18 მარტი
ქ. ონი
,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ავგისტოს №24 დადგენილებაში (სსმ V, №20, 02.09.2010წ., მუხ. 528) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) განათლების და კულტურის განყოფილება;
ბ) სპორტის განყოფილება;
გ) ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება;“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. განათლების და კულტურის განყოფილების ფუნქციები
განათლების და კულტურის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას:
გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ხელშეწყობას;
დ) მუზეუმის, თეატრის, ბიბლიოთეკების, ძეგლთა დაცვის და კულტურის სხვა დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას;
ე) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას:
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და
აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა
ფუნქციების განხორციელებას.“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე შ. ჯაფარიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები