სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემდგომის სრულყოფის შესახებ

  • Word
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემდგომის სრულყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 278
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 05/07/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 470230000.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
278
29/06/2000
სსმ, 61, 05/07/2000
470230000.05.002.000001
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემდგომის სრულყოფის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/07/2000 - 06/10/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №278

2000 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემდგომის სრულყოფის შესახებ

სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროების ინსტიტუციონალური მოწყობის სრულყოფის მიზნით:

1. სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტა დაევალოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

2. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) უზრუნველყოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროების ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების ორგანიზება სამინისტროს ტერიტორიულ, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქ. თბილისის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ორგანოებთან.

3. სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სისტემის რეფორმის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ოქტომბრის 583 ბრძანებულების პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ინვალიდობის განსაზღვრისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სხვა საკითხების განხილვა-გადაწყვეტის.

ე. შევარდნაძე