დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 156 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 21/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110322011, 22/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.08.002.016190 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №156
2011 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ. 1623) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0114, გორგასლის ქ., №24ა.“;
ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:
„კ1) განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის ( ICCMS) წარმოების წესს;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები