„საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის №272 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის №272 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/02/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 08/02/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 13/05/2003
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
37
02/02/2001
სსმ, 11, 08/02/2001
000000000.00.000.000000
„საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის №272 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №37

2001 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის 272   ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის  თაობაზე

„საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის 272 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების 23-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო)  იურიდიული დეპარტამენტი“.

2. დებულების 24-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) იურიდიული დეპარტამენტის დანიშნულებაა: სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება, მისი შემდგომი განვითარება და სრულყოფა, სამართლებრივი საქმიანობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობისას სამართლებრივ საკითხებზე წინადადებების მომზადება, საუწყებო ნორმატიული აქტების მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა, შიდა უწყებრივი ნორმატიული აქტების პროექტებისა და სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე სამეურნეო ხასიათის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ექსპერტიზა და საჭიროების შემთხვევაში მათი შემუშავების პროცესში მონაწილეობა, სამინისტროს საქვეუწყებო და სისტემაში შემავალ დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია, ასევე სამინისტროს ინტერესების დაცვა შესაბამის ორგანოებში და კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება“.

ე. შევარდნაძე