დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის №272 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 302 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 12/07/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 65, 14/07/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/05/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №302
2000 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის №272 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის №272 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მთელ ტექსტში სიტყვები: „სავაჭრო პოლიტიკის, ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტი“ შეიცვალოს სიტყვებით: „შიდა ვაჭრობის პოლიტიკის, ანალიზისა და რეგიონთაშორისი სავაჭრო ურთიერთობების დეპარტამენტი“.
2. დებულების 23-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) საგარეო ვაჭრობის, ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტი“.
3. დებულების 24-ე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ახორციელებს ექსპორტისა და იმპორტის მოცულობათა პროგნოზირებას; ამუშავებს საქართველოში ექსპორტ-იმპორტის სახელმწიფოებრივი რეგულირების სრულყოფის წინადადებებს, შეიმუშავებს საექსპორტო პოტენციალის ანალიზის საფუძველზე მისი ზრდის სტიმულირების ხელშემწყობ ღონისძიებებს“, ხოლო სიტყვები: „სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის“ შეიცვალოს სიტყვებით: „ეკონომიკური ხასიათის“.
4. დებულების 24-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) საგარეო სავაჭრო პოლიტიკის, ანალიზისა და რეგიონთაშორისი სავაჭრო ურთიერთობების დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს საქართველოში ექსპორტ-იმპორტის სახელმწიფოებრივი რეგულირების განხორციელებას; ახორციელებს საქართველოს ექსპორტსა და იმპორტის აღრიცხვიანობის მდგომარეობის ანალიზს და ამზადებს წინადადებებს მის გასაუმჯობესებლად; მონაწილეობს სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებების პროექტთა შემუშავებასა და განხორციელებაში“.
5. დებულების VI თავის 24-ე პუნქტი ჩაითვალოს 25-ე პუნქტად და შემდეგი პუნქტები გადაინომროს შესაბამისად.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები