საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მონუმენტების სამხატვრო საექსპერტო საბჭოს შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მონუმენტების სამხატვრო საექსპერტო საბჭოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 256
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 16/06/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 450190000.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
256
14/06/2000
სსმ, 55, 16/06/2000
450190000.05.002.000001
საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მონუმენტების სამხატვრო საექსპერტო საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/06/2000 - 25/04/2003)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №256

2000 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მონუმენტების სამხატვრო საექსპერტო საბჭოს შექმნის შესახებ

საქართველოს ტერიტორიაზე ძეგლებისა და მონუმენტების სათანადო წესების დაუცველად, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ მათი მხატვრული დონის შეფასების გარეშე აღმართვის პრეცედენტების აღმოფხვრისა და განთავსების ადგილის შერჩევის მიზნით „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობი წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის საფუძველზე:

1. შეიქმნას საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მონუმენტების სამხატვრო საექსპერტო საბჭო.

2. დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება.

3. დამტკიცდეს საბჭოს თანდართული შემადგენლობა.

ე. შევარდნაძე

საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მონუმენტების სამხატვრო საექსპერტო საბჭოს

დებულება

 

I. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მონუმენტების სამხატვრო საექსპერტო საბჭო (შემოკლებული სახელწოდება „სახელმწიფო სამხატვრო საექსპერტო საბჭო“, შემდგომში – საბჭო) მუდმივმოქმედი სახელმწიფო სამხატვრო საექსპერტო საბჭოა, რომელიც განიხილავს ქანდაკებების, სკულპტურულ-არქიტექტურული და მონუმენტურ-დეკორატიული (პანო, რელიეფი) პროექტების, ესკიზებისა და მოდელების მხატვრულ დონეს და მათი განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხს.

2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. საბჭოს აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით და ბლანკი.

4. საბჭოს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, რუსთაველის პროსპექტი 37.

 

II. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

2. საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება საქართველოს კულტურის მინისტრი, ხოლო მოადგილედ – მინისტრის მოადგილე, რომელიც განაგებს პროფესიული ხელოვნების საკითხებს.

3. საბჭოს წევრები არიან გამოჩენილი მოქანდაკეები და არქიტექტორები.

4. საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში განსათავსებელი ქანდაკებების, სკულპტურულ-არქიტექტურული და მონუმენტურ-დეკორატიული (პანო, რელიეფი) პროექტების, ესკიზებისა და მოდელების განხილვისას საბჭოს წევრებად ავტო­მატურად ითვლებიან ქალაქის მთავარი არქიტექტორი, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი და კულტურის ტერი­ტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.

5. საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან საბჭოს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით შეიძლება საბჭოს სხდომაზე მოწვეულ იქნენ სხვა დაინტერესებული პირები.

 

III. საბჭოს ამოცანები და უფლებამოსილებანი

1. საბჭოს ძირითადი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიაზე მაღალმხატვრული დონის ძეგლებისა და მონუმენტების აღმართვა შესაბამისი წესების დაცვით და მათი სათანადო ადგილზე განთავსება.

2. თავისი საქმიანობისას საბჭო თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან.

3. თავისი ძირითადი ამოცანის შესრულების მიზნით, სათანადო ორგანოების გადაწყვეტილებების არსებობის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია:

ა) განიხილოს ავტორის მიერ წარმოდგენილი პროექტი, ესკიზი ან კომპოზიციის მოდელი;

ბ) განიხილოს და შეაფასოს ქანდაკებების, სკულპტურულ-არქიტექტურული და მონუმენტურ-დეკორატიული (პანო, რელიეფი) პროექტების, ესკიზებისა და მოდელების (შემდგომში – პროექტი) მხატვრული დონე;

გ) მიიღოს გადაწყვეტილება პროექტების განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ;

დ) განსაკუთრებულ შემთხვევაში შევიდეს წინადადებით საქართველოს პრეზიდენტთან;

ე) საჭიროების შემთხვევაში მიმართოს საქართველოს პარლა­მენტს, მოითხოვოს საკუთარი გადაწყვეტილების შესრულება სხვადასხვა უწყებისა და საზოგადოებრივი თუ კერძო სტრუქტურისაგან;

ვ) მოითხოვოს საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე დაწყებული სამუშაოების შეჩერება ან მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი სამუ­შაოების შეწყვეტის შესახებ.

3. საბჭო იკრიბება საქართველოს კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით ნებისმიერ დროს, ყოველი პროექტის შემოსვლისას.

4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს წევრთა 2/3-ის ხმებით.

5. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად.

6. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს კულტურის მინისტრის წინაშე.

 

IV. საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურება

1. საბჭოს წევრთა შრომა შეიძლება ანაზღაურდეს; მათი შრომის გასამრჯელო გათვალისწინებულ უნდა იქნეს განსახორციელებელი პროექტის ხარჯთა ნუსხაში.

2. საბჭოს წევრთა შრომის გასამრჯელო განისაზღვრება მინიმუმ 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ყოველ სხდომაზე (წესისამებრ იმართება ორი სხდომა, ხოლო დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს დამატებითი სხდომებიც).

 

V. საბჭოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. საბჭოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება:

ა) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემ­თხვევებში.

 

საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მონუმენტების სამხატვრო საექსპერტო საბჭოს შემადგენლობა

სესილი გოგიბერიძე – საქართველოს კულტურის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

გიორგი გუნია – საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახალხო მხატვარი, პროფესორი, საბჭს თავმჯდომარის მოადგილე

ელგუჯა ამაშუკელი – საქართველოს სახალხო მხატვარი, მოქანდაკე

გიგა ბათიაშვილი – არქიტექტორი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, არქიტექტურის კათედრის გამგე

დავით ახვლედიანი – არქიტექტორი

ვალერი ბახტაძე – არქიტექტორი

ჯონი გოგაბერიშვილი – მოქანდაკე

ეთერ გოგოლაძე – საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს მრჩეველი, საბჭოს მდივანი

ვახტანგ დავითაია – საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე

ლევან ვარდოსანიძე – მოქანდაკე

ნოდარ თოფურია – მოქანდაკე

ნოდარ მგალობლიშვილი – არქიტექტორი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი

ჯუნა მიქატაძე – მოქანდაკე, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი

ავთანდილ მჭედლიშვილი – მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი

გიორგი შხვაცაბაია – მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი

რევაზ ხასია – მოქანდაკე

გია ჯაფარიძე – მოქანდაკე

ჯუმბერ ჯიქია – მოქანდაკე.