დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ცეკავშირის თბილისის კოოპერაციული ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 175 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 05/05/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 18/05/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430021000.05.002.000001 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/05/2000 - 19/12/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №175
2000 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
ცეკავშირის თბილისის კოოპერაციული ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
კოოპერაციული სისტემაში ბიზნესის ეკონომიკისა და სამართალმცოდნეობის დარგის სპეციალისტთა მომზადების, სასწავლო-აღმზრდელობითი, სამეცნიერო და მეთოდოლოგიური მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით:
1. ცეკავშირის თბილისის კოოპერაციულ ინსტიტუტს, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამეცნიერო-პედაგოგიური კადრებით და აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მიენიჭოს სახელმწიფო კოოპერაციული ინსტიტუტის სტატუსი და ეწოდოს „საქართველოს სახელმწიფო კოოპერაციული ინსტიტუტი“.
2. საქართველოს სახელმწიფო კოოპერაციული ინსტიტუტის საქმიანობა წარიმართოს სრული თვითდაფინანსების პრინციპით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებათა გამოყოფის გარეშე.
3. დაევალოს საქართველოს განათლების სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო კოოპერაციული ინსტიტუტის მეთოდური უზრუნველყოფა.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები