დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამშენებლო სამუშაოებისათვის სახსრების ეფექტიანად გამოყენების მიზნით სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის განმტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 153 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 15/04/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 34, 18/04/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.05.002.000001 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/04/2000 - 04/04/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №153
2000 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
სამშენებლო სამუშაოებისათვის სახსრების ეფექტიანად გამოყენების მიზნით სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის განმტკიცების შესახებ
მიღებულ იქნეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინადადება სამშენებლო-აღდგენითი და სარემონტო სამუშაოებისათვის სახსრების ეფექტიანად გამოყენების მიზნით სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის განმტკიცების შესახებ. აქედან გამომდინარე:
1. ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოთა მოცულობის ზუსტად აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში სამშენებლო სფეროდან დამატებითი შემოსავლის რეალური წყაროების განსაზღვრის მიზნით აიკრძალოს სამშენებლო, აღდგენით და სარემონტო სამუშაოთა შესრულება, დაფინანსების წყაროსა და საკუთრების ფორმის მიუხედავად, მათი სახარჯთაღრიცხვო ღირებულების დოკუმენტაციების შემუშავებამდე და დამკვეთსა და მენარდეს შორის სათანადო წესით მშენებლობის ხელშეკრულების დადებამდე.
2. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების გარეშე დაშვებულ იქნეს მხოლოდ სტიქიური მოვლენების, დივერსიული აქტების, აგრეთვე, ეთნოკონფლიქტების შედეგად დანგრეული ან დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების წარმოება აღნიშნული მოვლენიდან ერთი წლის განმავლობაში დოკუმენტაციის საბოლოოდ აუცილებლად შემუშავების პირობით, და აგრეთვე, იმ ობიექტებზე, სადაც შესასრულებელ სამუშაოთა საორიენტაციო ღირებულება თითოეულზე არ აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს.
3. ობიექტების მენარდეთა განთავსების თაობაზე კონკურსის (ტენდერის) გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედი წესით შედგენის, ექსპერტიზის გავლისა და დამტკიცების შემდეგ.
4. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები