თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

  • Word
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110321017, 23/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 27/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.154.016046
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
12
18/03/2011
ვებგვერდი, 110321017, 23/03/2011
200140030.35.154.016046
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/03/2011 - 20/04/2011)

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2011 წლის 18 მარტი

დ. თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის 603 ბრძანებულების შესაბამისად,

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დაიყოს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ორ ზონად:

ა) ცენტრალური ზონა (დ. თიანეთი, დ. სიონი);

ბ) პერიფერიული ზონა (სოფლები).

    მუხლი 2

შემოღებულ იქნეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ლოკალური ტერიტორიული ინდექსი:

 ა) ცენტრალური ზონისათვის – 0.5;

 ბ) პერიფერიული ზონისათვის – 0.3.

 მუხლი 3

შემოღებულ იქნეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის მარეგულირებელი კოეფიციენტი:

ა) ცენტრალური ზონისათვის – 330;

ბ) პერიფერიული ზონისათვის – 120.

    მუხლი 4

 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოანგარიშებულ იქნეს შემდეგი ფორმულით:

G N = IMG X ITL X C X K

სადაც

GN - არის 1 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

IMG - არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც თიანთის მუნიციპალიტეტისათვის უდრის 0.23-ს.

ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც არის

ა) ცენტრალური ზონისათვის – 0.5;

ბ) პერიფერიული ზონისათვის – 0.3.

C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია.

K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის ოდენობა უდრის

ა) ცენტრალური ზონისათვის – 330;

ბ) პერიფერიული ზონისათვის –120.

    მუხლი 5

განისაზღვროს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.

ა) ცენტრალური ზონისათვის 1 კვ.მ -ზე 9 ლარის ოდენობით (0.23 X 0.5 X 0.24 X 330);

ბ) პერიფერიული ზონისათვის 1კვ.მ-ზე 2 ლარის ოდენობით ( 0.23 X 0.3 X 0.24 X 120).

    მუხლი 6

 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი ტოლია:

ა) ცენტრალური ზონისათვის 0.12 ლარისა ( 0.24 X 0.5);

ბ) პერიფერიული ზონისათვის 0.072 ლარისა ( 0.24 X 0.3).

    მუხლი 7

ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 იანვრის 1 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თიანეთის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.

    მუხლი 8

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე . წიკლაური