დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ" თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110321015, 23/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110000.35.154.016048 |
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2011 წლის 18 მარტი
დ. თიანეთი
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად,
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ან ბეს თანხის ოდენობას, ასევე ბიჯის სიდიდეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ბეს თანხა შეადგენს ქონების საწყისი გასაყიდი ფასის 30%-ს, ბიჯი - 10%-ს, ბილეთის ფასი უძრავი ქონების შემთხვევაში შეადგენს 200 ლარს, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში ბილეთის ფასია 50 ლარი“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ.წიკლაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები