დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110321014, 23/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.154.016049 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/03/2011 - 30/03/2011)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2011 წლის 18 მარტი
დ. თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 29-ე თავის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად,
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
განისაზღვროს ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი (გარდა მიწისა) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით დაბეგვრის შემდეგ ობიექტებზე:
ა) რეზიდენტი საწარმოს/ორგანიზაციის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ბ) არარეზიდენტი საწარმოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე).
მუხლი 2
განისაზღვროს ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი (გარდა მიწისა) ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებზე, ასევე არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე, პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ქონებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკულებების საფუძველზე:
ა) კალენდარული წლის განმავლობაში 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობით;
ბ) კალენდარული წლის განმავლობაში 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 3
განისაზღვროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი 1 ჰა-ზე გაანგარიშებით:
ა) სათიბებისა და საძოვრებისათვის:
| ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება |
| საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა) |
|
|
|
| სათიბები | საძოვრები | გაკულტურებული |
|
| თიანეთის მუნიციპალიტეტი | 16 | 10 | სათიბები | საძოვრები |
|
|
|
| 19 | 15 |
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვა მიწებისათვის:
კარგ მიწებზე - 61 ლარის ოდენობით;
მწირ მიწებზე - 54 ლარის ოდენობით.
მუხლი 4
განისაზღვროს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით:
ა) ცენტრალური ზონისათვის (დ. თიანეთი, დ. სიონი) – 9 ლარის ოდენობით;
ბ) პერიფერიული ზონისათვის (სოფლები) - 2 ლარის ოდენობით.
მუხლი 5
განისაზღვროს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე 1 ჰა-ზე 20 ლარის ოდენობით.
მუხლი 6
განისაზღვროს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი 1 ჰა-ზე 3 ლარის ოდენობით.
მუხლი 7
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდნენ პირები:
ა) დ. თიანეთისა და დ. სიონის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული 2500 კვ.მ. ფართობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ფარგლებში;
ბ) სოფლის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული 4500 კვ.მ. ფართობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ფარგლებში;
გ) ავტოფარეხებზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზე 24 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის ფარგლებში.
მუხლი 8
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 თებერვლის №8 დადგენილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“.
მუხლი 9
ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
მუხლი 10
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები