დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №134 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 486 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/11/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 116, 27/11/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №486
2002 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
„მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №134 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №134 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და დებულების სათაურსა და ტექსტს, გარდა დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, სიტყვის „მცირე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საშუალო“;
2. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მცირე და საშუალო საწარმოთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელების ორგანიზება“.
3. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში საკანონმდებლო აქტების, პროექტების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება“.
4. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) ადგილობრივი და უცხოელი დონორებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სესხები და გრანტები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები“.
5. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცენტრი მცირე და საშუალო საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს:
ა) ფინანსური მხარდაჭერის ოდენობის, ფორმისა და პროპორციის შესახებ;
ბ) ცენტრისა და მისი რეგიონალური ორგანოების ორგანიზაციული სტრუქტურისა და საქმიანობის მიმართულებების შესახებ“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები