იმერეთის მხარეში საპენსიო დავალიანებების პროდუქციითა და მომსახურებით დაფარვის შესახებ

  • Word
იმერეთის მხარეში საპენსიო დავალიანებების პროდუქციითა და მომსახურებით დაფარვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/03/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 14/03/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 280120000.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
85
09/03/2000
სსმ, 22, 14/03/2000
280120000.05.002.000001
იმერეთის მხარეში საპენსიო დავალიანებების პროდუქციითა და მომსახურებით დაფარვის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/03/2000 - 06/10/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 85

2000 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

იმერეთის მხარეში საპენსიო დავალიანებების პროდუქციითა და მომსახურებით დაფარვის შესახებ

უკანასკნელ ხანს სერიოზული პრობლემები შეიქმნა მოსახლეობის საპენსიო თანხების უზრუნველყოფის საქმეში. შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით სახელმწიფოს ცალკეული სტრუქტურა ეძებს გზებს და ფორმებს პენსიონერებისადმი დავალიანებათა დროული დაფარვისათვის, ამ მიზნით:

1. მიღებულ იქნეს იმერეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის  თ. შაშიაშვილის წინადადება იმერეთში 1998-1999 წლებში წარმოქმნილი საპენსიო დავალიანების ფარგლებში პენსიების საკომპენსაციოდ, ნებაყოფლობით საწყისებზე, პენსიონერებისადმი იურიდიული პირების მხრიდან სამრეწველო პროდუქციის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლისა და სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევის შესახებ, რომელიც მომსახურების სხვადასხვა ფორმის შეთავაზების გზით ხელს შეუწყობს ერთი მხრივ პენსიონერებისადმი დავალიანებათა დროულ დაფარვას, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის მწარმოებელი სფეროს განვითარებას, ადგილობრივი პროდუქციის ქვეყნის ბაზარზე დანერგვას, სახელმწიფო ბიუჯეტში დეფიციტის შემცირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სოფლად გადაცემას, პენსიონერთა სამედიცინო და სხვა მომსახურების გაუმჯობესებას.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეიქმნას მაკოორდინირებელი ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

მიხეილ მაჭავარიანი – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი

დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

თემურ შაშიაშვილი – პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში

ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

3. მაკოორდინირებულმა ჯგუფმა:

– მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და იურიდიულ პირთა შორის დავალიანების დაფარვის მექანიზმის პრაქტიკულ განხორციელებას;

– განახორციელოს პროცესის მიმდინარეობის სისტემატური ზედამხედველობა და კონტროლი;

– განახორციელოს წამოჭრილი პრობლემების გადაჭრისათვის აუცილებელი ღონისძიებები;

– განიხილოს იმ ორგანიზაციების ნარჩენი დავალიანებების საპენსიო ცენტრით მომსახურებაში მოქცევა, რომელთაც მისაღები აქვთ ადგილობრივი, თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან კუთვნილი თანხები.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ პენსიონერთა მომსახურების ცენტრთან შეთანხმებით წარმოდგენილი და დადასტურებული დოკუმენტაციის საფუძველზე მოახდინოს საწარმოთა მიერ საპენსიო დავალიანების საკომპენსაციოდ გაცემული პროდუქციის (მომსახურების) ღირებულების სოციალური გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებში ასახვა ეროვნული ბანკის მეშვეობით, შესაბამისი სატრანზიტო ანგარიშებზე სტიმულირების თანხების დაკავების გარეშე.

საგადასახადო ინსპექციებმა იმერეთის მხარეში, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე მოახდინონ საწარმოთა პირადი ანგარიშის ბარათებზე სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდში გადახდილი თანხის ასახვა.

5. საგადასახადო ინსპექციებმა უზრუნველყონ მენარჩენე ორგანიზაციების ნუსხის მიწოდება საპენსიო მომსახურების ცენტრებზე.

6. საპენსიო დავალიანებების ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესის დაფარვა განხორციელდეს მხოლოდ საწარმოებისა და ორგანიზაციების 2000 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისადმი არსებული დავალიანებების ფარგლებში, რომელთა ინვენტარიზაცია განხორციელდება და ისინი აყვანილი იქნებიან შიდა ვალში.

7. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ხელი შეუწყონ შესაბამის საპენსიო მომსახურების ცენტრების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას.

8. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლს განვახორციელებ პირადად.

ე. შევარდნაძე