„თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 01 ოქტომბრის №20 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110321013, 23/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 21/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016024
  • Word
7
18/03/2011
ვებგვერდი, 110321013, 23/03/2011
010250020.35.129.016024
„თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 01 ოქტომბრის №20 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №7

2011 წლის 18 მარტი

ქ. ჭიათურა

თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 01 ოქტომბრის №20 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 01 ოქტომბრის №20 დადგენილებაში (სსმ V, №39, 18.10.2010, მუხლი 1148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლი

ა.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. გამყიდველი ვალდებულია, თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების აუქციონიშესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს ინტერნეტ გვერდზე www. eauction.ge, ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოსა და გაზეთ ,,24 საათშიამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებული ვადების დაცვით.”.

ა.ბ) მე-5 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ბეს და ,,უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის“ რაოდენობას, რომელიც განისაზღვრება საპრივატიზებო ქონების საწყისი სააუქციონო ღირებულების 30%-ის რაოდენობით, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“.

ა.გ) მე-11 პუნქტს დაემატოს ,,გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა“ .

ა.დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. თუ აუქციონში მონაწილემ დაარღვია ამ დებულებით განსაზღვრული წესი ან/და პირობები მის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა ან გადახდილი ბე სრულად ირიცხება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლი

ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში მონაწილე) აუქციონის აუქციონატორს წარუდგენს:

) ამ დადგენილებით დამტკიცებული ფორმის განაცხადს (დანართი №6, ან დანართი №7 ან დანართი №8), რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, იმ ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს, ლოტის ნომერი. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;

ბ) უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას ან ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე);

გ) პირადობის დამდასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

დ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).“.

ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, აუქციონატორი მონაწილის შესახებ აკეთებს შესაბამის ჩანაწერს აუქციონის მონაწილეთა ამ დადგენილებით დამტკიცებული ფორმის რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი №10, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში დანართი №11), იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე იღებს აუქციონში მონაწილის სტასუსს.“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-7 მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი  შემდეგი რედაქციით:

,,12. თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.“.

დ) დადგენილებით დამტკიცებული №4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

დანართი №4

ჭიათურის მუნიციპალიტეტის

საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა

№ ___

ეძლევა ---------------------------------------------------------------------------------------------------             

(მესაკუთრე, მისი მისამართი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები)

---------------------------------------------------------------------- მასზე, რომ მას გადაეცა

საკუთრებაში ------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

(თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელება, მისამართი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები)

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

მიწის ფართობი --------------------- კვ.მ ------------------------------------------------------------                                                      

საფუძველი --------------------------------------------------------------------------------------------

(ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)

საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა

---------------------------------------------------------------------------------------------------------   

(მესაკუთრე, მისი მისამართი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები)

რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება ჭიათურის მუნიციპალიტეტში. საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან ერთად, რომელიც საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

გაცემულია 201___ წლის „____” _________________

ჭიათურის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე    ---------------------------         --------------------------------

                                                                                                                     სახელი და გვარი

ბ.ა.“

ე) დადგენილებით დამტკიცებული №5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„დანართი №5

ჭიათურის მუნიციპალიტეტის

საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა

№ ___

ეძლევა ---------------------------------------------------------------------------------------------------             

(მესაკუთრე, მისი მისამართი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები)

მასზე, რომ მას საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულულების მიწის ნაკვეთი ფართობით ------------------------------------------------------------------------------------ კვ.მ. რომელიც მდებარეობს -------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------    

(მისამართი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები)

საფუძველი ---------------------------------------------------------------------------------------------

(ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)

ოქმის თარიღი  ------------------------------------------------------

საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა

-------------------------------------------------------------------------------------------------------------   

(მესაკუთრე, მისი მისამართი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები)

რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება ჭიათურის მუნიციპალიტეტში. საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან ერთად, რომელიც საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

გაცემულია 201___ წლის „____” _________________

ჭიათურის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე    ---------------------------         --------------------------------

                                                                                                                          სახელი და გვარი

ბ.ა.“

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                           ი. ჭუმბურიძე