საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 30/05/2007
ძალაში შესვლის თარიღი 28/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.000648
  • Word
-
17/08/2006
გაურკვეველი, -, 30/05/2007
480140000.03.030.000648
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ

 

 

 

პრეამბულა

საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი მხარეებად,

ითვალისწინებენ რა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლისა და პარიზის კლუბის მონაწილე კრედიტორი-სახელმწიფოების მთავრობების წარმომადგენელთა მიერ 2004 წლის 21 ივლისს, პარიზში საქართველოს ვალის კონსოლიდაციის თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმებული ოქმის (შემდგომში – შეთანხმებული ოქმი) პირობებს,

და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მიზნით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების სფერო

წინამდებარე შეთანხმების დებულებები გამოყენებული იქნება „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართ“ საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ“ 1997 წლის 18 თებერვლის შეთანხმების მიხედვით საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ“ 2003 წლის 7 ოქტომბრის (შემდგომში – 2003 წლის 7 ოქტომბრის შეთანხმება) შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს დავალიანების არაკონსოლიდირებული თანხის მიმართ.

წინამდებარე  შეთანხმების დებულებები არ იქნება გამოყენებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს დავალიანების 2003 წლის 7 ოქტომბრის შეთანხმებით განსაზღვრული კონსოლიდირებული თანხის მიმართ (შემდგომში – კონსოლიდირებული თანხა.)

    მუხლი 2. კონსოლიდაცია

1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, კონსოლიდირებული იქნება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს დავალიანების 2003 წლის 7 ოქტომბრის შეთანხმებით განსაზღვრული არაკონსოლიდირებული თანხის (შემდგომში – არაკონსოლიდირებული თანხა) შემდეგი კატეგორიები:

ა) 2004 წლის 31 მაისის ჩათვლით დასაფარი და შეთანხმებული ოქმის ხელმოწერის დღისთვის დაუფარავი არაკონსოლიდირებული ძირითადი და საპროცენტო თანხების (მათ შორის, საჯარიმო პროცენტის) დავალიანების ასი პროცენტი;

ბ) 2004 წლის 1 ივნისიდან 2006 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დასაფარი და შეთანხმებული ოქმის ხელმოწერის დღისთვის დაუფარავი არაკონსოლიდირებული ძირითადი თანხისა და საპროცენტო თანხის დავალიანების ასი პროცენტი.

2. არაკონსოლიდირებული თანხის დავალიანება, კონსოლიდირებული ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად (შემდგომში – სარესტრუქტურიზაციო თანხები), მითითებულია დანართში 1, რომელიც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.

    მუხლი 3. სარესტრუქტურიზაციო თანხების დაფარვა

1. წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული სარესტრუქტურიზაციო თანხების ორმოცდაათი პროცენტი დაიფარება აშშ დოლარებში, დანართში 2 მოცემული გრაფიკის შესაბამისად, რომელიც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.

2. წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული სარესტრუქტურიზაციო თანხების დარჩენილი ორმოცდაათი პროცენტი, აგრეთვე, წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სარესტრუქტურიზაციო თანხმები დაიფარება აშშ დოლარებში დანართში 3 მოცემული გრაფიკის შესაბამისად, რომელიც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.

    მუხლი 4. პროცენტის დარიცხვა და გადახდა

1. წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის პუნქტი 1-ის ა) ქვეპუნქტში მითითებულ სარესტრუქტურიზაციო თანხებს დაერიცხება პროცენტი წლიური 3%-ის განაკვეთით 2004 წლის 1 ივნისიდან.

2. წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის პუნქტი 1-ის ბ) ქვეპუნქტში მითითებულ სარესტრუქტურიზაციო თანხებს დაერიცხება პროცენტი წლიური 3%-ის განაკვეთით, 2003 წლის 7 ოქტომბრის შეთანხმებით განსაზღვრული დაფარვის შესაბამისი თარიღებიდან.

3. პროცენტის დარიცხვა მოხდება ყოველ ექვს თვეში, 365-დღიან წელიწადში გასული დღეების ფაქტობრივი რაოდენობის საფუძველზე და დაიფარება აშშ დოლარებში შემდეგ ვადებში:

ა) წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, დასაფარ სარესტრუქტურიზაციო თანხებზე დარიცხული პროცენტი დაიფარება სარესტრუქტურიზაციო თანხების შესაბამისი ნაწილის გადასახდელებთან ერთად;

ბ) წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დასაფარ სარესტრუქტურიზაციო თანხებზე დარიცხული პროცენტი დაიფარება ყოველი წლის 1 სექტემბერს და 1 მარტს. ამასთან, პროცენტის პირველი დაფარვა განხორციელდება 2004 წლის 1 სექტემბერს, ბოლო დაფარვა კი სარესტრუქტურიზაციო თანხების ბოლო დაფარვასთან ერთად.

    მუხლი 5. ვადაგადაცილებულ დავალიანებაზე დარიცხული პროცენტი

სარესტრუქტურიზაციო თანხებისა და მასზე დარიცხული პროცენტის ნებისმიერი გადასახდელი, რომელიც არ დაიფარება დროულად წინამდებარე შეთანხმების მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, გამოცხადდება ვადაგადაცილებულად და მას დაერიცხება წლიური 3,5 პროცენტი დავალიანების ამ ნაწილის სრულად დაფარვამდე ვადაგადაცილების დღეების ფაქტობრივი რაოდენობისა და 365-დღიანი წელიწადის საფუძველზე.

    მუხლი 6. ვალის დაფარვის სახეები

მხარეთა შეთანხმებით სარესტრუქტურიზაციო თანხებისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადასახდელების დაფარვა შეიძლება განხორციელდეს საქონლისა და მომსახურების მიწოდებით, აგრეთვე, პრინციპით „ქონება ვალის სანაცვლოდ“.

 

    მუხლი 7. აგენტები და პროცედურები

მხარეთა უფლებამოსილი ბანკები ვალდებულნი არიან შეათანხმონ წინამდებარე შეთანხმების პირობებიდან გამომდინარე აღრიცხვისა და ანგარიშსწორების ტექნიკური წესი წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში.

გადასახდელის დაფარვის დღედ ჩაითვლება თანხის ჩარიცხვის დღე აზერბაიჯანის რესპუბლიკის უფლებამოსილი ბანკის ანგარიშზე.

    მუხლი 8. ძალაში შესვლა

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ საბოლოო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ამ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებათა სრულად შესრულებამდე.

შესრულებულია ქ. ბათუმში, 2006 წლის 17 აგვისტოს, თანაბარი ძალის მქონე ორ ნამდვილ პირად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.

წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებისას უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ ტექსტს რუსულ ენაზე.

 

საქართველოს                                                         აზერბაიჯანის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით                                             მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)                                                     (ხელმოწერილია)

 

 

 

დანართი 1

კონსოლიდაციის განრიგი

მუხლი 2, პუნქტი 1-ა); მუხლი 3, პუნქტი 1

 

 

                                     აშშ დოლარი

კონსოლიდაციის თარიღი

კონსოლიდირებული თანხა

ბალანსი

2004 წლის 01 ივნისი

2,071,239.63

2,071,239.63

სულ

2,071,239.63

 

კონსოლიდაციის განრიგი

მუხლი 2, პუნქტი 1-ბ); მუხლი 3, პუნქტი 2

 

 

აშშ დოლარი

2004 წლის 01 ივნისი

2,071,239.63

2,071,239.63

2004 წლის 30 ივნისი

876,077.67

2,947,317.30

2004 წლის 30 სექტემბერი

870,688.54

3,818,005.84

2004 წლის 31 დეკემბერი

864,567.55

4,682,573.39

2005 წლის 31 მარტი

857,382.04

5,539,955.43

2005 წლის 30 ივნისი

851,859.85

6,391,815.28

2005 წლის 30 სექტემბერი

846,204.59

7,238,019.87

2005 წლის 31 დეკემბერი

840,083.60

8,078,103.47

2006 წლის 31 მარტი

833,430.35

8,911,533.82

2006 წლის 30 ივნისი

827,642.02

9,739,175.84

2006 წლის 30 სექტემბერი

821,720.63

10,560,896.47

2006 წლის 31 დეკემბერი

815,599.64

11,376,496.11

სულ

11,376,496.11

 

დანართი 2

განრიგი კონსოლიდირებული თანხისათვის

 

მუხლი 4, პუნქტი 3-ა

 

 

 

 

 

აშშ დოლარი

გადახდის თარიღი

წილი

ძირითადი თანხა

პროცენტი

ჯამური გადახდა

2004 წლის 01 დეკემბერი

11.0%

455,672.72

31,153.71

486,826.43

2005 წლის 01 ივნისი

10.5%

434,960.32

24,167.11

459,127.43

2005 წლის 01 დეკემბერი

10.5%

434,960.32

17,757.62

452,717.94

2006 წლის 01 ივნისი

9.0%

372,823.13

11,154.05

383,977.18

2006 წლის 01 დეკემბერი

9.0%

372,823.13

5,607.67

378,430.80

სულ

50.00%

2,071,239.62

89,840.16

2,161,079.78

დანართი 3

განრიგი კონსოლიდირებული თანხისათვის

 

მუხლი 4, პუნქტი 3-ბ)

 

 

 

 

 

აშშ დოლარი

გადახდის თარიღი

წილი

ძირითადი თანხა

პროცენტი

ჯამური გადახდა

2004 წლის 01 სექტემბერი

 

 

20,198.38

20,198.38

2005 წლის 01 მარტი

 

 

58,987.65

58,987.65

2005 წლის 01 სექტემბერი

 

 

86,079.24

86,079.24

2006 წლის 01 მარტი

 

 

109,803.84

109,803.84

2006 წლის 01 სექტემბერი

 

 

137,002.25

137,002.25

2007 წლის 01 მარტი

 

 

159,174.94

159,174.94

2007 წლის 01 სექტემბერი

 

 

172,050.02

172,050.02

2008 წლის 01 მარტი

 

 

170,179.91

170,179.91

2008 წლის 01 სექტემბერი

 

 

172,050.02

172,050.02

2009 წლის 01 მარტი

 

 

169,244.86

169,244.86

2009 წლის 01 სექტემბერი

 

 

172,050.02

172,050.02

2010 წლის 01 მარტი

 

 

169,244.86

169,244.86

2010 წლის 01 სექტემბერი

 

 

172,050.02

172,050.02

2011 წლის 01 მარტი

2,00%

227,529.92

169,244.86

396,774.78

2011 წლის 01 სექტემბერი

2,07%

235,493.47

168,609.02

404,102.49

2012 წლის 01მარტი

2,10%

238,906.42

163,253.59

402,160.01

2012 წლის 01 სექტემბერი

2,21%

251,420.56

161,434.54

412,855.10

2013 წლის 01 მარტი

2,28%

259,384.11

155,062.14

412,855.10

2013 წლის 01 სექტემბერი

2,33%

265,072.36

153,709.49

418,781.85

2014 წლის 01 მარტი

2,43%

276,448.86

147,259.95

423,708.81

2014 წლის 01 სექტემბერი

2,51%

285,550.05

145,519.91

431,069.96

2015 წლის 01 მარტი

2,60%

295,788.90

138,899.26

434,688.16

2015 წლის 01 სექტემბერი

2,68%

304,890.10

136,728.15

441,618.25

2016 წლის 01 მარტი

2,77%

315,128.94

130,681.16

445,810.10

2016 წლის 01 სექტემბერი

2,85%

324,230.14

127,351.43

451,581.57

2017 წლის 01 მარტი

2,95%

335,606.64

120,451.57

456,058.21

2017 წლის 01 სექტემბერი

3,05%

346,983.13

117,372.53

464,355.66

2018 წლის 01 მარტი

3,16%

359,497.28

110,296.88

469,794.16

2018 წლის 01 სექტემბერი

3,26%

370,873.77

106,688.22

477,561.99

2019 წლის 01 მარტი

3,37%

383,387.92

99,431.36

482,819.28

2019 წლის 01 სექტემბერი

3,48%

395,902.06

95,281.30

491,183.36

2020 წლის 01 მარტი

3,59%

408,416.21

88,323.38

496,739.59

2020 წლის 01 სექტემბერი

3,71%

422,068.01

83,117.37

505,185.38

2021 წლის 01მარტი

3,84%

436,857.45

75,483.21

512,340.66

2021 წლის 01 სექტემბერი

3,96%

450,509.25

70,127.59

520,636.84

2022 წლის 01 მარტი

4,09%

465,298.69

62,282.11

527,580.80

2022 წლის 01 სექტემბერი

4,23%

481,225.79

56,277.56

537,503.35

2023 წლის 01 მარტი

4,37%

497,152.88

48,200.94

545,353.82

2023 წლის 01 სექტემბერი

4,51%

513,079.97

41,481.26

554,561.23

2024 წლის 01მარტი

4,66%

530,144.72

33,355.26

563,499.98

2024 წლის 01 სექტემბერი

4,82%

548,347.11

25,704.27

574,051.38

2025 წლის 01 მარტი

4,98%

566,549.51

17,127.58

583,677.09

2025 წლის 01 სექტემბერი

5,14%

584,751.89

8,843.37

593,595.26

სულ

100,00%

11,376,496.11

4,825,715.27

16,202,211.38