დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 152 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 18/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110318022, 18/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.08.002.016188 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №152
2011 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №3, მუხ. 28) შეტანილ იქნეს ცვლილება და 39-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„39. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამშრომლებს უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტით განსაზღვრული წესით. ზარალს, რომელიც მიადგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სრულად აანაზღაურებს სამსახური.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის 25 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებლივ ურთიერთობებზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები