დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110318020, 24/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090020.35.149.016046 |
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2011 წლის 18 მარტი
ქ. კასპი
,,დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №13 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის წესი“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. კენჭისყრაში მონაწილეობას არ ღებულობს გამგეობის რწმუნებული“.
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მესროფაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები