საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "საქსახმიწპროექტის" ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის სრულყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "საქსახმიწპროექტის" ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის სრულყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 700
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 19/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2(9), 28/01/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 440050000.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
700
19/12/1998
სსმ, 2(9), 28/01/1999
440050000.05.002.000001
საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "საქსახმიწპროექტის" ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის სრულყოფის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/01/1999 - 17/12/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №700

1998 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "საქსახმიწპროექტის" ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის სრულყოფის შესახებ

საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "საქსახმიწპროექტს" წლების მანძილზე მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში. მაღალია ინსტიტუტის კოლექტივის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალი. ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა ინსტიტუტის წამყვანი როლი მიწათმოწყობისა და კადასტრის შედგენის საქმეში.

თანამედროვე პირობებში ინსტიტუტის პოტენციური შესაძლებლობის ეფექტიანად გამოყენების და მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით:

1. საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი "საქსახმიწპროექტი" ჩამოყალიბდეს როგორც საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და მიენიჭოს მას უფლებამოსილება თავისი მიზნების განსახორციელებლად შექმნას კერძო სამართლის იურიდიული პირები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაამტკიცოს ინსტიტუტის დებულება.

3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ უზრუნველყოს ქ. თბილისში თვალჭრელიძის ქ. № 6-ში მდებარე ავტოფარეხის, არქივის და თამარაშვილის ქ. №15-ა-ში მდებარე შენობის, გარდა იმ ნაწილისა, სადაც კანონიერად განთავსებული არიან სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებები და ორგანიზაციები, ინსტიტუტისათვის გადაცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები "მიწის მართვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 დეკემბრის №836 ბრძანებულების მე-4 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტში და "საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 ოქტომბრის №603 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში.

ე. შევარდნაძე