"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110318003, 18/03/2011
ძალაში შესვლის თარიღი 21/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016109
  • Word
38
18/03/2011
ვებგვერდი, 110318003, 18/03/2011
040030000.22.027.016109
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 38

2011 წლის 18 მარტი

. თბილისი

 „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის 213 ბრძანებაში ცვლილებებ ის შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის 213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006წ., 13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :

1. მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ი3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული საქართველოში გაცემული დოკუმენტის მიღება, დოკუმენტზე დაცული თვითწებადი ქაღალდის დაკვრა, ბეჭდით დამოწმება და გაცემა;“ .

2. მე -2 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. სააგენტოს ამბროლაურის, ახალქალაქის, ბოლნისის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, რუსთავის, გორის, ჭიათურის, ხელვაჩაურის, აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახალგორის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, სიღნაღის, ტყიბულის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წალკის, წყალტუბოს, ხონის, ხარაგაულის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ზ.ბ“, „ზ1.ბ“ და „ი3“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

3 . მე-2 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

21. სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკის, ისანი-სამგორის, მთაწმინდა- კრწანისის, საბურთალოს, ზუგდიდის, თელავის, ოზურგეთის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის და ბათუმის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწირნებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ზ.ბ“ და „ზ1.ბ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 21 მარტიდან.

ზ. ადეიშვილი