"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110318002, 18/03/2011
ძალაში შესვლის თარიღი 21/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016108
  • Word
37
18/03/2011
ვებგვერდი, 110318002, 18/03/2011
040030000.22.027.016108
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №37

2011 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის          30 იანვრის № 209 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

 „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის № 209 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., № 12, მუხ. 138) დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის 22 პუნქტს დაემატოს შ ემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

 „ა1) ამოწმებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ წარმოდგენილი , უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი დოკუმენტი ექვემდებარება თუ არა ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას, აგრეთვე ამოწმებს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას , ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათ ავთენტიკურობას ;“ .

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 21 მარტიდან.

ზ. ადეიშვილი