დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110318002, 18/03/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 21/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016108 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №37
2011 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის № 209 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის № 209 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., № 12, მუხ. 138) დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის 22 პუნქტს დაემატოს შ ემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) ამოწმებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ წარმოდგენილი , უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი დოკუმენტი ექვემდებარება თუ არა ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას, აგრეთვე ამოწმებს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას , ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათ ავთენტიკურობას ;“ .
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 21 მარტიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები