,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110317060, 24/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016078
  • Word
39/ნ
17/03/2011
ვებგვერდი, 110317060, 24/03/2011
040030000.22.022.016078
,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 39/ნ

2011 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბერის 1106 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ III, 28.11.2007, №168, მუხ. 1863) წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. წესდების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უნივერსიტეტის აღსანიშნავად სრული დასახელების გარდა გამოიყენება ასევე შემოკლებული სახელწოდება „რსუ“;

2. წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერიტეტის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს:

 ა) მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსები/ სტომატოლოგების/ ვეტერინარების, მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირების მომზადება;

ბ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება;

გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების პრნციპის დანერგვა და განხორციელება;

დ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება;

) სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში სრული ინტეგრაცია;

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურება და განვითარება;

ზ) კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომზადების/გადამზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს/კურსებგანხორციელება;

 თ) სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. იმ პროგრამების ერთობლივად განხორციელება, რომელთათვისაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.“.

3. წესდების მე-4 მუხლის:

ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, რეზიდენტურის და დოქტორანტურის პროგრამების განხორციელების გზით;“.

ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების შექმნა და განხორციელება; “.

4. წესდების მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან ფაკულტეტებისაგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან, საუნივერსიტეტო მნიშვნელობის სასწავლო, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი და სხვა ერთეულებისაგან.“.

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნს;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, შესაბამისი მმართველი სუბიექტის წარდგინებით განიხილავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო“.

დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნს;

5. წესდების მე-8 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტსა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულს ყავს ერთი წარმომადგენელი“.

ბ) მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ფაკულტეტებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:

 ,,ბ1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს.“;

დ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსიის „ბ2“ ქვეპუნქტი:

 ,,ბ2. განსაზღვრავს და ახორციელებს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს“.

ე) მე-4 პუნქტის ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;

ლ) ფაკულტეტის საბჭოს ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას“;

ვ) მე-4 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,პ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ზ) მე-4 პუნქტის ,,ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ღ) სიითი შემადგენლობის ორი მესამედით იღებს ამ წესდების 59-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 62-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;“.

თ) მე-4 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,უ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის/ფაკულტეტების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან ახალი ფაკულტეტის შექმნის შესახებ და წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად;

ი) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ჩ“ ქვეპუნქტი:

 ,,ჩ) ახორციელებს წესდებით, შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;

კ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,41” და ,,42 ” პუნქტები:

,,41. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

42. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭო რექტორის არჩევამდე ნიშნავს რექტორის მოვალეობის შესრულებელს.”.

 ლ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 5. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება და წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს რექტორი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.“.

6. წესდების მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. აკადემიური საბჭოს სხდომებს უძღვება რექტორი აკადემიური საბჭოს თავჯდომარე რექტორის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს სხდომას შეიძლება გაუძღვეს საბჭოს წევრთაგან არჩეული სხდომის თავმჯდომარე“.

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. აკადემიური საბჭო გამოსცემს დადგენილებას, რომელსაც აქვს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მნიშვნელობა და ხელს აწერს რექტორი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე (სხდომის თავმჯდომარე). გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სხდომის მონაწილე წევრთა შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა. ხმების გაყოფისას თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე (სხდომის თავმჯდომარე) და საბჭოს (სხდომის) მდივანი.

7. წესდების მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.“.

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელკანდიდატურას;“.

დ) მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს“;

8. წესდების მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებს უძღვება სპიკერი ან მისივე დავალებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი. სპიკერის არყოფნის შემთხვევაში კი საბჭოს წევრთაგან არჩეული სხდომის თავმჯდომარე“.

9. წესდების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან, მისივე უფლებამოსილების ვადით ირჩევს სპიკერს, რომელიც თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებს და ორგანიზებას უწევს მის მუშაობას.”.

10. წესდების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. რექტორის სტატუსი და უფლებამოსილება

1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, რომელიც თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. რექტორი წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში.

2. რექტორი:

ა) უნივერსიტეტის სახელით დებს გარიგებებ და შეთანხმებებ. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

ბ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) გამოსცემს ბრძანებებს რექტორის მოადგილეების, დეკანის მოადგილეების, აკადემიური პერსონალის, მეცნიერთანამშრომელთა, აკადემიური საბჭოს სამდივნოს, რექტორის აპარატის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის პერსონალის, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით სფეროში დასაქმებული პირების, მასწავლებლების და სხვა მოწვეული სპეციალისტების დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ, დებს და წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;

დ) მესამე პირებთან ურთიერთობისას უნივერსიტეტის ინტერესების დაცვის მიზნით უნივერსიტეტის თანამშრომლებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს წარმომადგენლობი უფლებამოსილებას;

) პერიოდულად ისმენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირთა ინფორმაციებს, ატარებს სხდომებს, რომლებზეც ისმენს სხდომებზე დასასწრებად მოწვეული უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმაციებს სასწავლო და სამეცნიერო პროცესის, საშინაო და საგარეო საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

3. რექტორის საქმიანობის ხელშეწყობისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება რექტორის აპარატი, რომლის ფუნქციებიც განისაზღვრება რექტორის აპარატის დებულებით.“.

11. წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ამზადებს ბიუჯეტის პროექტს და აკადემიურ საბჭოში განხილვის შემდეგ დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;“.

ბ) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) უნივერსიტეტის წესდებისა და უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად გამოსცემს ბრძანებებს დამხმარე პერსონალის დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ, დებს და წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს”;

გ) ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს აკადემიურ სფეროში საქმიანობისათვის მოწვეული სპეციალისტების შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას;”.

დ) ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) მესამე პირებთან ურთიერთობისას უნივერსიტეტის ინტერესების დაცვის მიზნით უნივერსიტეტის თანამშრომლებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს წარმომადგენლობი უფლებამოსილებას”.

12. წესდების მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი სისტემატური შეფასების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, იგი მოქმედებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, წინამდებარე წესდებია და სამსახურის დებულების შესაბამისად, რომელსაც სამსახურის ხელმძღვანელის წარდინებით განიხილავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,1„ ქვეპუნქტი:

,,ა)1 შეიმუშავებს უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.

გ) მე-2 პუნქტის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ამზადებს თვითშეფასების ანგარიშს ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის.

დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურშემადგენლობაში შედის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე და ცალკეული ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.”.

ე) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნს.

13. წესდების მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ფაკულტეტის რეორგანიზაციის შემთხვევაში მის წარმომადგენლებს აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებში უწყდებათ წევრის სტატუსი და ცხადდება არჩევნები რეორგანიზებული ფაკულტეტის/ფაკულტეტების წარმომადგენელთა ასარჩევად. არჩევნების ჩატარებამდე საბჭოები მუშაობას განაგრძობენ ძველი შემადგენლობით.

14. წესდების მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ფაკულტეტის საბჭო შედგება ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისაგან და ფაკულტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებისაგან, რომელთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის ¼ -ზე ნაკლები“.

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნს;

გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

დ) მე-3 პუნქტის „ვ“ და ,,ზ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;

ზ) ირჩევს ფაკულტეტის დეკანს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ხოლო დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;“.

ე) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი:

,,თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას“.

15. წესდების მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ფაკულტეტის საბჭოს სხდომების მომზადების, წარმართვისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და ფაკულტეტის დებულებით“.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ფაკულტეტის საბჭოს სხდომები იმართება ფაკულტეტის საბჭოს დებულებით განსაზღვრულ ვადებში. რიგგარეშე სხდომის მოწვევა შესაძლებელია ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის საბჭოს წევრთა 1/3-ის, აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3-ის, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 1/3-ის ან უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით.

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ფაკულტეტის საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ ფორმდება ოქმი, ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესის მიხედვით.

16. წესდების 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტის ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი სისტემატური შეფასების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, წინამდებარე წესდებია და ფაკულტეტის დებულების შესაბამისად“.

ბ) მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ახორციელებს უნივერსიტეტისს ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის შესაბამის ფაკულტეტზე განსახორციელებელ ღონისძიებებს.“.

17. წესდების 22-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ფაკულტეტის საბჭო ამავე ფაკულტეტის დეკანს ირჩევს 4 წლის ვადით, ხოლო დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ ორჯერ.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დეკანის არჩევნები ტარდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების მე-6 თავით დადგენილი წესის შესაბამისად. კანდიდატმა საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია.“.

გ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

დ) მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს. დეკანის არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მისი დავალებით ერთ-ერთი წევრი ან ფაკულტეტის საბჭოს წევრთაგან არჩეული აკადემიური პირი.“.

ე) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნს.

18. წესდების 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24. სადისერტაციო საბჭო

1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას საუნივერსიტეტადისერტაციო საბჭო.

2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს/ფაკულტეტების საბჭოების და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის/ერთეულების, ან ფაკულტეტების საბჭოების, ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.

3. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან.

4. სადისერტაციო საბჭო უფლებამოსილია კონკრეტული სადისერტაციო ნაშრომის განხილვის მიზნით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალიზებული საბჭოს შემადგენლობაში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის/პირების მოწვევის შესახებ.

5. სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მოწვეულ პირებთან თანამშრომლობის პირობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.

6. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს და დოქტორის აკადემიურ ხარისხს მეცნიერების დარგებში ანიჭებს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

7. უნივერსიტეტი უფლებამოსილია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გააფორმოს ხელშეკრულება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.“.

 19. წესდების V თავს დაემატოს შემდეგი რედაქციის V1 თავი

თავი V 1

უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული, მისი მართვის, საქმიანობის და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში და წარმომადგენლობით საბჭოში წარმომადგენლების არჩევის წესი

    მუხლი 241. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული

1. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული იქმნება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვისა და სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით.

2. უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებითა და წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით.

3. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა, კვლევის მიმართულებები, სტრუქტურული ერთეულები და მათი ხელმძღვანელების არჩევის წესი განისაზღვრება ერთეულის დებულებით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

    მუხლი 24 2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პერსონალი

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისაგან.

2. სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები მეცნიერები, რომლებიც მონაწილეობენ ან/და უშუალოდ წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.

3. სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება: მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობები.

4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება დოქტორანტსა ან დოქტორს, ხოლო მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორის აკადემიური ხარსისხის მქონე პირს.

5. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

6. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ცხადდება საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესდებით განსაზღვრული წესით საბუთების მიღების დასრულებამდე არა უგვიანეს 1 თვისა და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვისა.

7. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება დირექტორი და დირექტორის მოადგილე. ამ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.

8. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით ირჩევს სამეცნიერო საბჭო. კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

9. დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი. ერთი და იმავე პირის არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ.

10. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება უნივერსიტეტში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს უნივერსიტეტის/სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

11. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობა და შეწყვეტა ხორციელდება უნივერსიტეტში მოქმედი წესის შესაბამისად.

    მუხლი 24 3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვა

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოა ამ ერთეულის სამეცნიერო საბჭო, რომელსაც ხუთი წლის ვადით ირჩევს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მეცნიერთა საერთო კრება.

2. სამეცნიერო საბჭო წლიურ სამეცნიერო ანგარიშს წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.

3. სამეცნიერო საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და წყვეტს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის განვითარებისა და სამეცნიერო მართვის საკითხებს, შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს.

4. სამეცნიერო საბჭო საქმიანობას წარმათვას მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე, რომელსაც უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი უზრუნველყოფს ამ ერთეულის საორგანიზაციო-ადმინისტრაციული საქმიანობის ეფექტურ მიმდინარეობას. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია უნივერსიტეტის მართვის ორგანოებისა და ასევე ერთეულის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე.

6. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია ერთეულის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარისა და დირექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების ან/და დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულების საფუძვლით, საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს ამ პირთათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

7. სამეცნიერო საბჭოსა და მისი თავმჯდომარის, ასევე დირექტორის სხვა უფლებამოსილებანი, უფლებამოსილების ვადა და მისი შეწყვეტის წესი განისაზღვრება სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

    მუხლის 24 4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობის წესი

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საკონსულტაციო და საკონსტრუქტორო საქმიანობას, ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების შექმნას, დანერგვასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებს.

2. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის კვლევის თავისუფლებას.

3. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა ხორციელდება უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან შეთანხმებით, ამ უკანასკნელთა კომპეტენციის ფარგლებში.

4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტზე განცხადების წარუდგენლობა ან 5 წლის განმავლობაში გრანტის მიუღებლობა შეიძლება გახდეს ამ ერთეულის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველი.

    მუხლი 245. აკადემიურ საბჭოში და წარმომადგენლობით საბჭოში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან წარმომადგენლების არჩევის წესი

 1. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან ერთი წარმომადგენლი.

 2. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს ამ ერთეულის სამეცნიერო ან ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენელი, რომელიც არის უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი.

 3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში და წარმომადგენლობით საბჭოში ირჩევს ამ ერთეულის ადმინისტრაციული და სამეცნიერო პერსონალი.

 4. თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან აკადემიურ საბჭოში და წარმომადგენლობითი საბჭოში წარმომადგენლის ასარჩევად დგება სიები, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) ამომრჩევლის სახელი და გვარი;

ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ადმინისტრაციული და სამეცნიერო თანამდებობაზე დანიშვნის/არჩევის შესახებ აქტის თარიღი და ნომერი.

5. დაუშვებელია:

ა) ერთსა და იმავე პირის მონაცემების რამდენიმე დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საარჩევნო სიაში შეტანა;

ბ) ერთი და იმავე პირი იყოს ორი ან მეტი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ან წარმომადგენლობითი საბჭოში;

გ) ერთი და იმავე პირი იყოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი როგორც უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში, ასევე უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში.

6. არჩევნები ტარდება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მიერ.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული არჩევნების ჩასატარებლად ბიულეტენები იბეჭდება ცალკე, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სახელწოდება;

ბ) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ან წარმომადგენლობითი საბჭო, იმის მიხედვით, თუ რომელში აირჩევა წარმომადგენელი;

გ) ასარჩევი კანდიდატების ჩამონათვალი.

8. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლის არჩევნების ჩასატარებლად კომისიას გადაეცემა 1 საარჩევნო ყუთი, რომელზეც თვალსაჩინო ფორმით აღინიშნება, თუ რომელ მართვის ორგანოში არჩევნებისთვისაა და რომელი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულისთვისაა განკუთვნილი.

9. არჩევნების დღეს კენჭისყრა იწყება 15 საათზე და მთავრდება 17 საათზე.

10. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ გამოცხადდა ამომრჩეველთა სიებში შეტანილ ამომრჩეველთა 1/3 მაინც.

11. ხმების დათვლისთანავე ივსება შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ამომრჩეველთა რაოდენობა სიების მიხედვით;

ბ) არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მიხედვით;

გ) საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობა;

დ) ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;

ე) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;

ვ) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა.

12. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან წარმომადგენლობით საბჭოში/ აკადემიურ საბჭოში არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი.

13. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საინფორმაციო დაფაზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

14. არჩევნების საბოლოო შედეგები ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

15. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში და წარმომადგენლობით საბჭოში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან წარმომადგენლების არჩევნები გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, რეგულირდება წინამდებარე წესდების VI თავით.“.

20. წესდების 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26. საარჩევნო კომისია

,,1. უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიები.

 2. საუნივერსიტეტ საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი. საუნივერსიტეტ საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 5 წევრისაგან. საუნივერსიტეტ საარჩევნო კომისიისა და საფაკულტეტ საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 3. საუნივერსიტეტსაარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს რექტორი. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელი.

 4. საუნივერსიტეტ და საფაკულტეტ საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები განისაზღვრება რექტორის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით.

5. საუნივერსიტეტსაარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

6. საუნივერსიტეტკომისიის მდივნად აირჩევა კომისიის ნებისმიერი წევრი კომისიის პირველივე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპონდენციას, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს, ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხვა წევრები შეიძლება თავიანთი ფუნქციების შესრულებისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად იღებდნენ ანაზღაურებას, რომლის ოდენობასა და ფორმას განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

21. წესდების 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია

1. საფაკულტეტო საარჩევნო კომისია იქმნება რექტორის ბრძანებით. მისი შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისაგან. საფაკულტეტო საარჩევნო კომისიაში შედის შესაბამისი ფაკულტეტიდან სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი.

2. საფაკულტეტო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მისი შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

3. საფაკულტეტ საარჩევნო კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

22. წესდების 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. ინტერესთა შეუთავსებლობა

საუნივერსიტეტ და საფაკულტეტ საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, აგრეთვე უნივერსიტეტის მართვის ორგანოს წევრობის კანდიდატი. .

23. 29-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. მართვის ორგანოებში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციის წესი“

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს საუნივერსიტეტ საარჩევნო კომისია, რომელიც უფლებამოსილია საფაკულტეტ საარჩევნო კომისიას დააკისროს რეგისტრაციის ორგანიზაციის უზრუნველყოფა.

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მართვის ორგანოებში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს წინამდებარე წესდების შსაბამისი მუხლებით განსაზღვრულ ვადაში. კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო კომისია ვალდებულია მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი შეავსოს 3 დღის განმავლობაში. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის უარი რეგისტრაციაზე კანდიდატის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის განმავლობაში.

24. წესდების 30-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნს.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4.ფაკულტეტის საბჭოში აირჩევიან სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. ფაკულტეტის საბჭო იკრიბება სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ფაკულტეტის საბჭოში წარმომადგენლების არჩევიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ფაკულტეტის საბჭო პირველი შეკრებისთანავე ცნობს თავის უფლებამოსილებას.

25. წესდების 31-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 31. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი და შემადგენლობა”;

ბ) მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტების წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით, ფაკულტეტებზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის რაოდენობის პროპორციულად.

5. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიური საბჭოს მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ასევე უნივერსიტეტის თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან ამ წესდებით განსაზღვრული წესით არჩეული წარმომადგენელი.

6. წარმომადგენლობით საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.

26. წესდების 32-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, მათ შორის დოქტორანტი.

2. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს წარმომადგენლობით საბჭოში ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, გარდა დოქტორანტისა.

3. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს საუნივერსიტეტსაარჩევნო კომისია..

27. წესდების 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა, სპიკერისა და მდივნის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა

1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომა მოიწვევ უნივერსიტეტის რექტორის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

2. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. ამავე სხდომაზე ხდება ახალარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა.

3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია.

4. წარმომადგენლობით საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა, საუნივერსიტეტ საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ პრეტენდენტს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღისა, ინიშნება ახალი არჩევნები, რომელიც ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

 5. უნივერსიტეტის სპიკერს არჩევიდან 2 კვირის ვადაში, მისი ვინაობის შესახებ ინფორმაციას სარეგისტრაციოდ წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

 6. წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან ამ საბჭოს უფლებამოსილების ვადით.

 7. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერისა და მდივნის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;

28. წესდების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

29. წესდების 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 35. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია

1. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წევრი სრული ან ასოცირებული პროფესორი.

2. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება ის, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 3 დღის ვადაში.

3. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საუნივერსიტეტ საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის განმავლობაში.

30. წესდების 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36. აკადემიური საბჭოს ამომრჩეველი, აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობა და წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. აკადემიური საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრს და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

2. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, აკადემიური საბჭო ცნობს თავის უფლებამოსილებას.

 3. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე ) იმ ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლება, საიდანაც არჩეულია აკადემიურ საბჭოში ;

ვ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება .

4. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში ტარდება არჩევნები უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადი შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად .

5. რექტორს უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება აკადემიური საბჭოს წევრის სტატუსი .”.

31. წესდების 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ განცხადებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

32. წესდების 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 38. უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის რეგისტრაცია

1. რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება არჩევნების გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ და გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა.

2. კანდიდატთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია.

3. კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია.

4. პირი, რომელსაც უნივერსიტეტში ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, რექტორობის კანდიდატად შეიძლება დარეგისტრირდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.

5. რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 5 დღის ვადაში..

33. წესდების 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 39. რექტორის არჩევა

1. რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ ერთი და არა უგვიანეს 2 თვისა, იმართება უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები.

2. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.

3. კანდიდატი სამოქმედო გეგმას აკადემიურ საბჭოს წარუდგენს საჯაროდ.

4. უნივერსიტეტის რექტორი აირჩევა აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.

5. რექტორის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს საუნივერსიტეტ საარჩევნო კომისია.

6. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის თანამდებობის დაკავება ხორციელდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი რექტორის დარჩენილი ვადით, ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად. .

34. წესდების მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,31პუნქტი:

,,31.. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელძღვანელის კანდიდატურის განცხადებების რეგისტრაციას და კონკურსის წესით აკადემიური საბჭოს მიერ მისი შერჩევის ფარულობას უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია“.

35. წესდების მე-40 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. აკადემიური საბჭოს უარი კანდიდატურის წარმომადგენლობით საბჭოში წარდგენის შესახებ უნდა იყოს წერილობითი.

36. წესდების 41-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნ.

37. წესდების 42-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. განცხადება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს იმ კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ამტკიცებს აკადემიური საბჭო შესაბამისი აქტით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ასოცირებული ან სრული პროფესორი. განცხადების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობს კანდიდატების რეგისტრაცია. რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 3 დღის ვადაში.

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურების განცხადებების რეგისტრაციასა და აკადემიური საბჭოს მიერ მისი შერჩევის ფარულობას უზრუნველყოს საუნივერსიტეტ საარჩევნო კომისია.

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება ამ თავით გათვალისწინებული პროცედურა.

38. წესდების 44-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს უფლება არ აქვს დაუსაბუთებ უარი უთხრას კანდიდატს წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისათვის უნივერსიტეტის ფართით სარგებლობაზე. ყველა კანდიდატისათვის უნივერსიტეტის ფართით სარგებლობა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი.

39. წესდების 45-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 45. საარჩევნო სიები“

ბ)პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საარჩევნო სიებს ადგენს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი.

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უნივერსიტეტის სტუდენტთა ამომრჩეველთა სიებში შეიტანება ყველა პირი, რომელიც ირიცხება უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტად.

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. აკადემიური პერსონალი შეიტანება იმ ფაკულტეტის საარჩევნო სიაში, რომლის აკადემიურ თანამდებობის პირსაც წარმოადგენს.

ე) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, სტუდენტის ბილეთის ან აკადემიური მოსწრების წიგნაკის ნომერი – სტუდენტი ამომრჩევლისათვის, ხოლო აკადემიური პერსონალის შემთხვევაში არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების, შრომითი ხელშეკრულების ნომერი, უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.

40. წესდების 46-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 46. საარჩევნო ბიულეტენი“

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საარჩევნო ბიულეტენები მზადდება და იბეჭდება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობითა და პასუხისმგებლობით.“.

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დაუშვებელია ერთი კონკრეტული მართვის ორგანოს არჩევისას ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემა.“.

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,5. საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა სტუდენტზე პირადობის მოწმობის ან სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ან/და აკადემიური მოსწრების წიგნაკის წარმოდგენის შემთხვევაში, ხოლო აკადემიურ პერსონალზე – პირადობის მოწმობის, უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.“.

41. წესდების 47-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 47. საარჩევნო ყუთი“

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტში არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კომისიებ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთებით. თითოეულ საარჩევნო კომისიას წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებისათვის გადაეცემა 2 საარჩევნო ყუთი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე, სხვა მართვის ორგანოს არჩევნებისათვის კი ერთი ყუთი.

42. წესდების 48-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 48. არჩევნების ორგანიზება“

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

,,3. არჩევნები (კენჭისყრა) იწყება 10 სათზე და მთავრდება 17 საათზე“.

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საფაკულტეტო საარჩვენო კომიისის წევრები არჩევნების (კენჭისყრის) დაწყებამდე 1 საათით ადრე წილისყრით ინაწილებენ ფუნქციებს“.

43. წესდების 49-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 49. არჩევნების პროცედურა“

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კენჭისყრის დღეს ფაკულტეტის ამომრჩეველი საარჩევნო კომისიის რეგისტრატორისგან იღებს შესაბამის საარჩევნო ბიულეტენს, რასაც ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით. ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის ხელმომწერ კომისიის წევრთან, რომელიც საარჩევნო ბიულეტენის შესაბამის გრაფაში აწერს ხელს. შემდეგ ამომრჩეველი შედის სპციალურად მოწყობილ საარჩევნო კაბინაში. მას შემდეგ, რაც შემოხაზავს მისთვის სასურველ ერთი კანდიდატურრიგით ნომერს, მოათავსებს საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო ყუთში და გადის საარჩევნო კომისიის ოთახიდან. დაუშვებელია ოთახში ხუთზე მეტი ამომრჩეველის ერთდროულად ყოფნა.

44. წესდების 50-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 50. შედეგების შეჯამება“

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას საარჩევნო სიებში შესრულებული ხელმოწერების მიხედვით. აღნიშნული ფიქსირდება შესაბამის შემაჯამებელ ოქმში, რომელშიც აისახება არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა“.

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებისას გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის“.

დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მართვის ორგანოთა არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ გამოცხადდა ამომრჩეველთა 1/3 მაინც, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებისას ეს ოდენობა განისაზღვრება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე“.

 ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთი და კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო ბიულეტენებს. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებისას პირველად იხსნება და ითვლება აკადემიური პერსონალისათვის განკუთვნილი საარჩევნო ყუთი, ხოლო შემდეგ – სტუდენტებისათვის.

ვ) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატურის რიგითი ნომერი“;

ზ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ხმების დათვლისთანავე ივსება შემაჯამებელი ოქმი. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებისას შემაჯამებელი ოქმი ივსება ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის. შემაჯამებელ ოქმში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

თ) მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ბათილი და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;

ი) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. ფაკულტეტიდან აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოში არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი.

45. წესდების 51-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ)“ ადმინისტრაციული თანამდებობის პირი;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან ხელი არ შეუშალონ დამკვირვებელს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებაში.

46. წესდების 53-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 53. არჩევნების შედეგების გამოცხადება და გასაჩივრება

ბ)პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. არჩევნების შედეგები ცხადება არჩევნების დეს. საუნივერსიტეტო საარევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს არჩევნების შედეგების გამოქვეყნება უნივერსიტეტის და შესაბამისი ფაკულტეტების საინფორმაციო დაფებზე, ასევე უნივერსიტეტის ოფოციალურ ვებ-გვერდზე.“.

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას საუნივერსიტეტსაარჩევნო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ამ წესდებით დადგენილი წესის ან/და საფაკულტეტ საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე.

47. წესდების 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.

48. წესდების 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.“.

49. წესდების მე-60 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად;

ბ) პირველი პუნქტის „გ“,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;

დ) 5 წელიწადში ერთხელ პროფესიული განვითარების მიზნით აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს 1 სასწავლო წლის ვადით;

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

გ) მე-2 პუქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) დაიცვას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების მოთხოვნები;

ბ) დაიცვას უნივერსიტეტის შინაგანაწესი და ეთიკის კოდექსი“;

დ) მე-2 პუქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.

50. წესდების 61-ე მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსინორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

51. წესდების 62-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. უნივერსიტეტის 65 წელს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის წოდება, გარდა იმ პირებისა, რომლებიც აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულნი არიან ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ან ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად აგრძელებენ აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობას. ამ პირებს ემერიტუსის წოდება მიენიჭებათ აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ემერიტუსის წოდების მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის რექტორის თანხმობით.

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

,,21. უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მქონე პირის მიერ ამავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადით შეჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება.

22. უნივერსიტეტში ემერიტუსის წოდების მქონე პირს სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში შეუწყდება ემერიტუსის წოდება და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა.

52. წესდების 64-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ.

53. წესდების 65-ე მუხლის:

ა) პირველი პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“.

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუქტი

,,11. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.

54. წესდების 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 66. სტუდენტის სტატუსი და უფლებები“

,,1. სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის, მაგისტრატურის, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.

2. სტუდენტს უფლება აქვს სრულად გამოიყენოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უნივერისტეტის წესდებით, შინაგანაწესით და სხვა აქტებით მისთვის მინიჭებული ყველა უფლება.

3. უნივერსიტეტი მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.

4. უნივერსიტეტს თავისი ბიუჯეტის ფარგლებში შეუძლია განახორციელოს სტუდენტთა სოციალური დაცვის სხვადასხვა პროგრამები ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი, აკადემიური საბჭოს მიერ განხილული და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

5. შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ამოწურვისთანავე სტუდენტს უწყდება უნივერისტეტის სტუდენტის სტატუსი. ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით რექტორი, კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, გამოსცემს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას. გამონაკლისი შეიძლება დაშვებული იქნას აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

6. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

ა) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა (ფინანსური დავალიანება);

ბ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულია პატიმრობა;

გ) ავადმყოფობა;

დ) უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;

ე) აკადემიური შვებულება;

7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არა უგვიანეს 45 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს სტატუსის შეჩერების და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.

8. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

ა) უნივერიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;

ბ) უნივერიტეტს შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსით, ფაკულტეტის დებულებითა და სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება;

გ) პირადი განცხადება;

დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში;

ე) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის;

ვ) გარდაცვალება.

55. წესდების 67-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს ფაკულტეტებიდან არჩეული სტუდენტური თვითმმართველოს ერთიანობას, რომელიც საქმიანობას წარმართავს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესდებისა და შესაბამისი დებულების მიხედვით“.

ბ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) საჭიროებისამებრ, თვითმმართველობის წევრებიდან წარადგენს უნივერსიტეტის სხვადასხვა, მათ შორის საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიების წევრთა კანდიდატურებს“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი                                                                                                                 . შაშკინი