დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4423-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110317053, 17/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120190000.05.001.016234 |
საქართველოს კანონი
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, № 19-20, 30.05.1998, გვ. 19) მე-8 მუხლის 111 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 111. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ადგენს იმ სახელმწიფოთა ნუსხას, რომლებშიც მოსალოდნელია ბირთვული მასალის ტრანზიტით გადაადგილება და ტრანზიტის ნებართვის გაცემამდე აწვდის მათ შესაბამის ინფორმაციას.“ .
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 11 მარტი .
№4423-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები