„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4419-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110317049, 17/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.016230
  • Word
4419-Iს
11/03/2011
ვებგვერდი, 110317049, 17/03/2011
040030000.05.001.016230
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 19.07.2010, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ტყის ფონდის მართვის შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია ტყის ფონდის მართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომსააგენტო)..

3. მე-3 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი – დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც პირს უფლება აქვს, მოიპოვოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით განსაზღვრული სახეობისა და რაოდენობის ცხოველთა სამყაროს ობიექტი გარკვეულ ტერიტორიაზე, დადგენილ დროში, დაწესებული საშუალების გამოყენებით..

4. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-5მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. სააგენტოს ძირითადი მიზნები და ამოცანები ტყის ფონდის მართვისას

1. ტყის ფონდის მართვისას სააგენტოს ძირითადი მიზნებია:

ა) ტყის მოვლა და აღდგენა;

ბ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება.

2. ტყის ფონდის მართვისას სააგენტოს ძირითადი ამოცანებია:

ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტებისათვის ხელის შეწყობა;

ბ) ტყის ფონდის მართვა;

გ) ტყითსარგებლობის რეგულირება;

დ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;

) ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლი.

    მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილებები ტყის ფონდის მართვისას

ტყის ფონდის მართვისას საგენტოს უფლებამოსილებებია:

ა) ტყის ფონდის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზის შექმნა;

ბ) ტყის მოვლა – აღდგენა და ამ მიზნით მოვლითი ჭრების განხორციელება;

გ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

დ) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში – მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისთვის;

) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;

) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;

) სალიცენზიო ობიექტის მომზადება;

) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, ტყის დაცვა უკანონო ჭრებისაგან;

კ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემა;

ლ) სააგენტოს დებულებისა და სააგენტოს მიზნების შესაბამისად სხვა მომსახურების გაწევა;

მ) საშეშე ხე-ტყის დამზადება;

ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების საშეშე მერქნით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით.

    მუხლი 7.  სააგენტოს უფროსი

სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

    მუხლი 8. სააგენტოს დებულება და სტრუქტურა

სააგენტოს დებულებას და სტრუქტურას ამტკიცებს მინისტრი.“.

6. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომ სამინისტრო)..

8. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სააგენტოს თანამშრომელს არანორმირებული სამუშაო რეჟიმის პირობებში მუშაობისას დაუწესდება სამსახურში გამოცხადების სხვა რეჟიმი, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი..

9. 23-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ 1998–2003 წლებში წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების (შრომის ანაზღაურების, სხვა საქონლისა და მომსახურების, სოციალური უზრუნველყოფის) ნაწილში ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი.

№4419Iს