„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4412-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110317042, 17/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 130030000.05.001.016223
  • Word
4412-Iს
11/03/2011
ვებგვერდი, 110317042, 17/03/2011
130030000.05.001.016223
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 53) მე-8 მუხლის   მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს საქართველოს ნორმატიული აქტები, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, გარდა საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, ფინანსთა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, საქართველოს დაზვერვის სამსახურის და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტებისა, რომლებიც აწესრიგებს მათ შიდა საქმიანობას თავდაცვის, უშიშროებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის თვალსაზრისით..

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი.

№4412Iს