დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების 2007 წლის ბიუჯეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ფორმულაში გასათვალისწინებელი შემასწორებელი კოეფიციენტების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 179 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 133, 29/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.10.003.000.563 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №179
2006 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების 2007 წლის ბიუჯეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ფორმულაში გასათვალისწინებელი შემასწორებელი კოეფიციენტების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე:
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების 2007 წლის ბიუჯეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის მოცულობა განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების უკმარისობის ოდენობის 70 პროცენტით.
2. დამტკიცდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების 2007 წლის ბიუჯეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ფორმულაში გასათვალისწინებელი შემასწორებელი კოეფიციენტები შემდეგი ოდენობით:
ა) მაღალმთიანობის კოეფიციენტები შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების მაღალმთიან პუნქტებში მცხოვრებთა:
ა.ა) 30 პროცენტამდე ხვედრთი წონის პირობებში – 0,5;
ა.ბ) 30-დან 70 პროცენტამდე ხვედრითი წონის პირობებში – 1,0;
ა.გ) 70 პროცენტზე მეტი ხვედრითი წონის პირობებში – 1,5;
ბ) მცირემოსახლეობიანი ტერიტორიული ერთეულების კოეფიციენტები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით:
ბ.ა) 25 ათასამდე – 1,8;
ბ.ბ) 25-დან 50 ათასამდე – 0,4;
ბ.გ) 50 ათასზე მეტი რაოდენობისას – 0,1.
3. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები