დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4399-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110317029, 17/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360010010.05.001.016210 |
საქართველოს კანონი
„გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 20.05.2010, მუხ. 173) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის (შემდგომ – ინსპექცია) სამართლებრივ სტატუსს, ძირითად ამოცანებს, უფლებამოსილებებს, ვალდებულებებს, მისი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს და საქმიანობის განხორციელების ძირითად პრინციპებს, აგრეთვე ინსპექციის თანამშრომლის სამართლებრივ სტატუსსა და სოციალური დაცვის გარანტიებს, ინსპექციის კონტროლისადმი დაქვემდებარებული რეგულირების ობიექტების უფლებებსა და მოვალეობებს.“.
2. მე-3 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
ლ) მინისტრი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.
3. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 11 მარტი.
№4399–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები