დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს საექსკურსიო საქმიანობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 551 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 05/10/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 2, 26/10/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460080000.05.002.000001 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/10/1998 - 02/12/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №551
1998 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საექსკურსიო საქმიანობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ
საექსკურსიო საქმიანობას უდიდესი როლი ენიჭება მოსახლეობის შემეცნებით აღზრდაში და შიდა ტურიზმის უმნიშვნელოვანესი სექტორია, მაგრამ სერიოზული ნაკლოვანებებით ხასიათდება. ექსკურსიების მოწყობისას ზოგჯერ გამოიყენება შემთხვევითი ტრანსპორტი და მას არაპროფესიონალი ექსკურსიამძღოლები ემსახურებიან. მოიშალა ქვეყანაში არსებული საექსკურსიო ბიუროების ქსელი. ძირითადად მოუვლელია ისტორიულ ძეგლებთან მისასვლელი გზები, არაორგანიზებულია კვება და კომუნალური მომსახურება, გახშირდა ძეგლების მიმართ ვანდალიზმისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტები. სრულიად მოუწესრიგებელია საექსკურსიო საქმიანობის ფინანსური აღრიცხვა, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტი საგრძნობ თანხებს კარგავს.
საქართველოს მოსახლეობის მიერ საკუთარი ქვეყნის ისტორიის, უნიკალური ბუნებრივი და კულტურული ძეგლების უკეთ გაცნობის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ბიუჯეტში დამატებითი სახსრების მოზიდვისა და ქვეყანაში საექსკურსიო საქმიანობის მოწესრიგების მიზნით:
1. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. შუბლაძე) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად:
ა) ხელი შეუწყოს საქართველოს მსხვილ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში ტურისტულ-საექსკურსიო ორგანიზაციების ქსელის გაფართოებას;
ბ) დადგენილი წესის მიხედვით შეიმუშაოს ნორმატიული აქტი ექსკურსიის მომზადებისა და მოწყობის წესის შესახებ;
გ) მეთოდური დახმარება გაუწიოს ტურისტულ-საექსკურსიო საწარმოებს საექსკურსიო თემატიკის, რეფერატებისა და მარშრუტების დამუშავებაში;
დ) ხელი შეუწყოს ექსკურსიების დამკვეთთა, ტურისტულ-საექსკურსიო საწარმოთა და სატრანსპორტო საშუალებათა მეპატრონეების ურთიერთობას მიღებული კანონის საფუძველზე.
2. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია):
ა) სასწავლო დაწესებულებათა პროგრამების შემუშავებისას სასწავლო პროცესში შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოს ექსკურსიები ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ისტორიული და კულტურული ძეგლების გასაცნობად, მუზეუმების დათვალიერება, ბუნებრივ სიმდიდრეთა შესწავლა;
ბ) ექსკურსიები მოაწყოს შესაბამისი საქმიანობით დაკავებულ სერტიფიცირებულ ტურისტულ ფირმებთან ხელშეკრულების საფუძველზე.
3. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) გააძლიეროს ტურისტულ-საექსკურსიო საქმიანობით დაკავებულ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
4. საექსკურსიო საქმიანობით დაკავებულმა ტურისტულმა საწარმოებმა და ფირმებმა ექსკურსიათა მოწყობისას არ დაუშვან არაპროფესიონალი ექსკურსიამძღოლები და არასერტიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებები.
5. სამხარეო ადმინისტრაციათა ხელმძღვანელებმა, ქალაქების მერებმა, რაიონების გამგებლებმა:
ა) შესაბამის ტერიტორიებზე უზრუნველყონ საექსკურსიო ობიექტებთან მისასვლელი გზების, სავაჭრო და კომუნალური ინფრასტრუქტურების მოწესრიგება;
ბ) ხელი შეუწყონ არსებულ ტურისტულ-საექსკურსიო ბიუროებს თავიანთ საქმიანობაში და წაახალისონ, რომ შეიქმნას ახალი ტურისტულ-საექსკურსიო საწარმოები.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები