„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4388-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110317018, 17/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 360090000.05.001.016199
  • Word
4388-Iს
11/03/2011
ვებგვერდი, 110317018, 17/03/2011
360090000.05.001.016199
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 5, 1998 წელი, მუხ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება :

1. მე-7 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – რადიოაქტიური ზემოქმედებისაგან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოების, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახელმწიფო მართვის, საგანგებო ბირთვულ და რადიაციულ სიტუაციებში პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვისა და კონტროლის, საგანგებო მოქმედებათა გეგმების დამტკიცების სფეროში;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შ ნაარსის 1   ქვეპუნქტი:

1 ) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო გარემოში ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგის სფეროში;“;

გ) „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები – ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური დაცვის სფეროში, ხოლო ბირთვული ავარიის შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით, – დეზაქტივაციისა და კანონით გათვალისწინებულ სხვა სფეროში;“.

2 . მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).“.

3 . მე- 11 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით.“.

4 . 111  მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით.“.

5 . 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. გარემოში ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი აჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.“.

6 . 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4.   ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს ყოველწლიურად წარედგინება მოხსენება, რომელსაც ერთობლივად ამზადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს თავდაცვის და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები.“.

7 . 39-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. ფიზიკური დაცვის სამსახური სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს ფიზიკურ დაცვასთან დაკავშირებულ ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედებათა გეგმებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი .

№4 388 I