დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოში მცხოვრებ ვეტერანთა, ომის ინვალიდთა და მათი ოჯახის წევრთა რეაბილიტაციის ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 543 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 01/10/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 19, 15/10/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280090020.05.002.000001 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/10/1998 - 06/10/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №543
1998 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოში მცხოვრებ ვეტერანთა, ომის ინვალიდთა და მათი ოჯახის წევრთა რეაბილიტაციის ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოში მცხოვრებ ვეტერანთა, ომის ინვალიდთა და მათი ოჯახის წევრთა საზოგადოებაში ინტეგრირების, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის, პროფესიული სწავლებისა და დასაქმებისათვის სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული პირობებისა და გარანტიების შექმნის მიზნით:
1. დამტკიცდეს „საქართველოში მცხოვრებ ვეტერანთა, ომის ინვალიდთა და მათი ოჯახის წევრთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა.
2. ვეტერანთა მოძრაობის მიმართ მზრუნველობისა და მხარდაჭერისათვის:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.ჭკუასელი), ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა), ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ (თ. ბერუჩაშვილი), საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს სამდივნომ (თ. ბასილია) სათანადო დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტს პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსების გამონახვისა და ინვესტიციების მოზიდვის საქმეში;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურმა (ბ. ხატიძე) აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად უზრუნველყოს ქალაქების მერიებისა და რაიონების გამგეობების მიერ საჭირო მიწის ნაკვეთებისა და არასაცხოვრებელი ფართის გამოყოფა;
გ) საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) და ქალაქ თბილისის მერიამ (ი. ზოდელავა) აღმოუჩინონ სათანადო დახმარება საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტს ავტოტრანსპორტის საქმიანობისა და მათთვის ადგილების დაჯავშნის თვალსაზრისით.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები