საქართველოს სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 478
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/08/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 15, 14/08/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 010220020.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
478
14/08/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 15, 14/08/1998
010220020.05.002.000001
საქართველოს სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/08/1998 - 25/08/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №478

1998 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

საქართველოს სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

I. ზოგადი დებულებანი

 საქართველოს სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია (შემდგომში კომისია) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით, სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ამ დებულებით.

 

II. კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 1. კომისია:

ა) განიხილავს სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის აღებასთან, ვალის რესტრუქტურიზაციასა და სავალო პრეტენზიებთან დაკვშირებულ საკითხებს;

ბ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციისა და სავალო პრეტენზიების შესახებ.

 

III. კომისიის უფლებამოსილება

 კომისია უფლებამოსილია:

ა) მოითხოვს და მიიღოს სამინისტროებიდან, უწყებებიდან, საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო ვალის აღებასთან, ვალის რესტრუქტურიზაციასა და სავალო პრეტენზიებთან დაკავშირებით მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები და ცნობები;

ბ) საჭიროების შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტის მიზნით კომისიის სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების დაინტერესებული პირები და პასუხისმგებელი მუშაკები;

გ) სახელმწიფო კომისია უფლებამოსილი არ არის განიხილოს საკითხები, რომლებიც არ ეხება სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის აღებას, ვალის რესტრუქტურიზაციასა და სავალო პრეტენზიებს.

 

IV. კომისიის ხელმძღვანელობა

საქართველოს სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.