დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
აფხაზეთის, პირველ ეტაპზე გალის რაიონის, ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის საგანგებო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 407 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 08/07/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 13, 15/07/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 26/08/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220020.05.002.000001 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/07/1998 - 25/08/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №407
1998 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
აფხაზეთის, პირველ ეტაპზე გალის რაიონის, ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის საგანგებო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს აფხაზეთის, პირველ ეტაპზე გალის რაიონის, ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის საგანგებო კომისიის თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
აფხაზეთის, პირველ ეტაპზე გალის რაიონის, ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის საგანგებო კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებანი
1. აფხაზეთის, პირველ ეტაპზე გალის რაიონის, ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის საგანგებო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია "აფხაზეთის, პირველ ეტაპზე გალის რაიონის, ეკონომიკური სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 დეკემბრის №644 განკარგულების საფუძველზე.
2. კომისიის შემადგენლობა საუწყებათაშორისოა. იგი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს კომისიის ფუნქციებს.
II. კომისიის უფლება-მოვალეობანი
4. კომისიის საქმიანობის ძირითადი მიზანია:
ა) აფხაზეთის, პირველ ეტაპზე გალის რაიონის, ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელების კოორდინაცია;
ბ) საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში გადაადგილებული საწარმოებისა და დაწესებულებების აღდგენის,საკრედიტო კავშირების შექმნის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, დევნილთა დასაქმების წინადადებების შემუშავება და მათი რეალიზაციის უზრუნველყოფა; მიწის რეფორმის განხორციელებისათვის მიზნობრივი პროგრამის შემუშავება;
გ) აფხაზეთის რეაბილიტაციის პროგრამის შესაბამისად ქართველთა და აფხაზთა ეკონომიკური დიალოგის ქვემდებარე წინადადებების მომზადება და წარდგენა; თანამშრომლობის პროცესში წარმოქმნილ პრობლემათა შესწავლა-გაანალიზება.
5. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომისიასთან, პარლამენტის კომიტეტებთან, აფხაზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, სამინისტროებთან და უწყებებთან, მმართველობის სამხარეო და ადგილობრივ ორგანოებთან, დონორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
6. კომისია უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) დადგენილი წესით შექმნას ქვეკომისიები და სამუშაო დარგობრივი ჯგუფები, ტერიტორიულ-სამხარეო კომისიები, მიიწვიოს მათში მონაწილეობის მისაღებად სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების საწარმოებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები;
ბ) შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით მოამზადოს პირობები აფხაზეთისა და მასში შემავალი ტერიტორიული ერთეულების სარეაბილიტაციო ფონდების შესაქმნელად;
გ) მოამზადოს წინადადებები საქართველოს პრეზიდენტთან წარსადგენად;
დ) მოითხოვოს და მიიღოს დადგენილი წესით სამინისტროებიდან, უწყებებიდან, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან და სხვა სტრუქტურებიდან ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი;
ე) აწარმოოს მოლაპარაკება და კონსულტაციები დონორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მოაწყოს თათბირები, კონფერენციები, სემინარები რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელების აქტუალურ საკითხებზე.
7. კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
III. კომისიის ხელმძღვანელობა და მართვის სტრუქტურა
8. კომისია, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხელმძღვანელობს თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე კომისიის მდივანთან ერთად უზრუნველყოფენ კომისიის მიზანმიმართულ, გეგმაზომიერ საქმიანობასა და პრაქტიკული შედეგის მიღწევას.
9. საგანგებო კომისიის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე:
ა) ახორციელებენ კომისიის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებენ ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;
გ) საქართველოს პრეზიდენტთან შეაქვს წინადადებები რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელების აქტუალურ საკითხებზე;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ღებულობენ გადაწყვეტილებებს მუშაობის ორგანიზაციისა და უკეთ წარმართვის მიზნით;
ე) ახორციელებენ უფლებამოსილების ფარგლებში სხვა ფუნქციას.
10. კომისია მართავს სხდომებს, რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მის არყოფნის შემთხვევაში – თანათავმჯდომარე.
11. კომისიის სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არა უმეტეს თვეში ერთხელ, მოწვეულ პირთა წინასწარი შეტყობინებით.
12. კომისიას ფუნქციონირებისათვის ჰყავს სამუშაო აპარატი, რომელიც იქმნება სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან.
IV. კომისიის ლიკვიდაცია
13. კომისიის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.
დოკუმენტის კომენტარები