,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 154, 31/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.10.003.000.379
  • Word
245
29/12/2005
სსმ, 154, 31/12/2005
010.240.020.10.003.000.379
,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №245

2005 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წ., №1, მუხლი 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 29 ერთეულით.“.

2. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2 ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად, აპარატის სტრუქტურაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

ბ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი;

გ) სამსახურის უფროსი;

დ) სამსახურის უფროსის მოადგილე;

ე) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;

ვ) მთავარი ბუღალტერი;

ზ) მთავარი სპეციალისტი;

თ) წამყვანი სპეციალისტი;

ი) სპეციალისტი;

კ) მდივან-რეფერენტი;

ლ) მდივანი;

მ) სამეურნეო მოხელე;

ნ) მძღოლი.“.

3. ამავე დადგენილებით დამტკიცებული ,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა“ ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

 

თანამდებობა

რაოდენობა

 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

1

 

1.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

1

2.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი

1

3.

სამსახურის უფროსი

5

4.

სამსახურის უფროსის მოადგილე

5

5.

მთავარი ბუღალტერი

1

6.

სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე

1

7.

მთავარი სპეციალისტი

6

8.

წამყვანი სპეციალისტი

3

9.

სპეციალისტი

1

10.

მდივან-რეფერენტი

1

11.

მდივანი

1

12.

სამეურნეო მოხელე

1

13.

მძოლი

1

 

სულ:

29.

 

4. დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი