დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 244 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 153, 30/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.000.378 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №244
2005 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №39, მუხ. 409) და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. შეიქმნას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ ანთელიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე
დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
რამაზ გიორგაძე – შპს „საქართველოს რკინიგზის“ კომერციული დირექტორი
ფრიდონ სურმანიძე – შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორი
ზურაბ ზალკანიანი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში
ჯემალ ინაიშვილი – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი
ირაკლი მესხელი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის III მდივანი, კომისიის მდივანი
თემურ მიმინოშვილი – ფოთის საზღვაო ნავსადგურის უფროსი
გიორგი მჟავანაძე – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე
ისაკ ნოვრუზოვი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
გიორგი მახარაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ნიკოლოზ ნათბილაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები