დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. სიღნაღის თეიმურაზ მათურელის სახელობის ხელოვნების კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110316008, 17/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.054.016005 |
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
2011 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სიღნაღის თეიმურაზ მათურელის სახელობის ხელოვნების კოლეჯის“ ლიკვიდაცია.
2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სიღნაღის თეიმურაზ მათურელის სახელობის ხელოვნების კოლეჯის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება 2011 წლის 1 აპრილამდე .
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ქ. სიღნაღის თეიმურაზ მათურელის სახელობის ხელოვნების კოლეჯის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 6 დეკემბრის №3/497 ბრძანება.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სიღნაღის თეიმურაზ მათურელის სახელობის ხელოვნების კოლეჯის“ სამართალმემკვიდრედ განისაზღვროს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
5. ეს ბრძანება, გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისათანავე.
6. ამ ბრძანების მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 აპრილს.
ნ. რურუა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები